ერთხელ პატარა ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწურდა,მდინარის პირას მიადგა,წყურვილის მოკვლა რომ სურდა.თურმე იმავ დროს მახლობლად,საჭირბოროტოდ კრავისა,დაძუნძულებდა პირღია მგელი,მსურველი ავისა.უეცრად სუნი რომ ეცა,რადგან ჩიჩია უყვარდა,გამოიგონა შარები და საცოდავ კრავს მივარდა.



-რა ბრძანებაა,ბატონო,რას მერჩით მე საწყალსაო?თქვენ ზევითა ხართ, მე - ქვევით,როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?
შემოუძახა:შე, ბრიყვო*! აქ როგორა სვამ წყალსაო,რომ აღარ დასდევ კანონებს და აღარც სამართალსაო?ჩაგიდგამს წინა ფეხები,შიგ ჰყოფ ტუჩს უწმინდურსაო!წყალს მიმღვრევ,აღარდა მაგდებ,აღარც კი იბერტყავ ყურსაო!


-ჯერ ერთი წლისაც არა ვარ,შარშანწინ როდის მნახეო?
-მაშ მე ვსყუიო?გაჩუმდი!ნუ წაგიგდია ენაო!შარშანწინდელიც კი მახსოვს შენგან ბრიყული წყენაო!


-არც ძმა მყავს,ჩემო ხელმწიფევ,ტყუილად რად მდებ ბრალსაო?
-მაშ,ძმა ყოფილა ის შენი,მიტომ მიგიგავს სახეო?

-შენი მოგვარე ხომ იყო?გადახდა უნდა ვალსაო!მომწყინდა შენი ბღავილი,ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო!შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს,მიზეზად ისიც კმარაო!
უთხრა და ზურგზედ მოიდვა,ტყეში წაიღო საწყალი.დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?
