
ავტორი: ერთხელ პატარა ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა
მდინარის პირას მიადგა წყურვილის მოკლა რომ სურდა თურმე იმავ დროს მახლობლად საჭირბოროტოდ კრავისა დაძუნძულებდა პირღია მგელი მსურველი ავისა უეცრად სუნი რომ ეცა რადგან ჩიჩია უყვარდა გამოიგონა შარები და საცოდავ კრავს მივარდა
მგელი: შე ბრიყვო აქ როგორა სვამ წყალსაო რომ აღარ დასდევ კანონებს და აღარც სამართალსაო ჩაგიდგამს წინა ფეხები შიგ ჰყოფ ტუჩს უწმინდურასაო წყალს მიმღვრევ აღატად მაგდებ აღარც კი იბერტყ ყურსაო



რა ბრძანებაა ბატონო რას მერჩით მე საწყალსაო? თქვენ ზევითა ხართ მე ქვევით როგორ აგიმღვრევთ წყალსაო

მაშ მე ვსტყუიო? გაჩუმდი ნუ წაგიგდია ენაო შარშანდელიც კი მახსოვს შნგან ბრიყვული წყენაო

ჯერ ერტი წლისაც არა ვარ შარშანწინ როგორ მნახეო?
-მაშ ძმა ყოფილა ის შენი მიტომ მიგიგავს სახეო!
-არც ძმა მყავს ჩემო ხელმწიფევ ტყუილად რად მდებთ ბრალსაო?


შენი მოგვარე ხომ იყო? გადახდა უნდა ვლსაო! მომწყინდა შენი ბღავილი ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო!
შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს ისიც კმარაო!
ავტორი:უთხრა და ზურგზედ მოიდვა ტყეში წაიღო საწყალი დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?
