




ბიჭი მარტო, დაღვრემილი მიდიოდა, ჩანთა იღლიაში ამოეჩერა და ისე მიაბიჯებდა.





პუპუზ, გეო, კურკა!
რა გინდათ ჩემგან?
სად მიდიხარ?
სკოლაში

გესმის პუპუზ, სკოლაში მიდის ბიჭი!
ბიჭი გზაზე დაღვრემილი მიდიოდა, ჩანთა იღლიაში ამოეჩარა და ისე მიაბიჯებდა.







ამხელა ნაგაზს ეს ჯუჯა ძაღლები როგორ ჩაგრავენ?
ვაფ, ვაფ, ჰაუ, ჰაუ!



ახლა, დაგიჭერ!


არა!
ვაფ, ვაფ!







რა კარგად ცურავს?!
შენ, რა ნაპირ - ნაპირ მომზევდი?
ჰაუ - ჰაუ!!!!











ხელი არ ახლოთ, ჩემია!
მერე რა, რომ შენია? გინდა წყალში გადაგიყაროთ?

ღრრრრრრრრრრრრრ!



ვინ მოათრია ნაგაზი?
რა ვიცი, შემომყვა!
გასწი აქედან, შე სამგლე შენა!










მოხვედი, შვილო?
ჰო, მოვედი.
რატომ დაგაგვიანდა?
რა ვიცი, ნელა მოვდიოდი.
დაჯექი, ისადილე!









ჩემი სჯობნის!
მგლისფერო!
მიდი, მიდი, მიდი!
არააააააააა!
მუკო მოდის, ის არის ძაღლების უსტაბაში!



ვისია ეგ ძაღლი?
ჩემია!
საიდან არის შენი, ვინ მოგცა?
ჩემია, ჩემია ...
დღეიდან აღარ იქნება შენი!
ხელი გაუშვი!
ჩემია, ჩემია, ჩემია ...



რა მოხდა?
რა მოგივიდა შვილო?
ვისია ძაღლი?
არ ვიცი
ალბათ, უპატრონოა

ძაღლი უპატრონო ყოფილა
ნომერი აქვს?
რა ნომერი?

უპატრონოა და ნომერი საიდან ექნება?



ნომერი არ ჰქონია...
რა ნომერი?
უნომრო ძაღლებს ქალაქში არ ვაჩერებთ...

ხვალვე ვუყიდი ნომერს, ძია... ძაღლი ჩემია!
ნომერი არ იყიდება!
მაშ ვუშოვი... ნუ წაიყვანთ, ძია, შენი ჭირიმე!
ძაღლი ჩემი შვილისაა, დღეიდან ჩემი შვილისაა... წადი, აქედან!






ბიჭუნა, ბიჭუნა!
ვის უცდი?
ძაღლის ნომერს!




სად არის ჩემი ძაღლი?
რა იქნა ჩემი ძაღლი?
რა იქნა?
მუკომ წაიყვანა...

თქვენ მიიყვანდით... თქვენ გაუღებდით კარებს!

