ამ წიგნში გაეცნობით მეტყველების ნაწილებს, მათ თვისებებს, ცვლილებებს, წესებს...
შევეცდები მარტივად და გასაგებად მივაწოდო ინფორმაცია პატარებს.
დაწყებითი საფეხური -- III კლასი
რესურსის ავტორი: ხათუნა ჯამალაშვილი

გახსოვთ ალბათ სიტყვის სკივრი, სადაც უამრავი სიტყვაა ჩალაგებული.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეა, სკივრიდან ამოლაგე- ბულ ერთი და იგივე მნიშვნელობის სიტყვებს, სხვადას- ხვა ფორმით შეხვდებით.
ე.ი. სიტყვის მნიშვნელობა არ იცვლება, ის მხოლოდ ფორმას იცვლის.
აი, მაგალითად: კაცი, კაცმა, კაცს...
დააკვირდით, სიტყვამ ფორმა იცვალა, თუმცა მნიშვნე-ლობა უცვლელი დარჩა.
არსებითი სახელი -- ეს, ის მეტყველების ნაწილია, რომელიც აღნიშნავს საგანს. მე ვიტყოდი -- არსებითია სახელი, რაც არსებობს.
საგანი ჰქვია ყველაფერს, რასაც ვინ ან რა კითხვა დაესმის.
მაგალითად, არსებითი სახელებია:
ცხენი, ძაღლი, ბავშვი,
კაცი, ქვა, მდინარე,
მთა, მზე, დედამიწა,









სიხარული, ბედნიერება, სიმშვიდე, ჭეშმარიტება და სხვა. დააკვირდით, ბოლოს ჩამოთვლილი სახელები ვერ დაგისურათეთ, რადგან ვერ ვხედავთ, თუმცა არსე- ბობს. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ არსებითი სახელე- ბი ჯგუფებად იყოფა. კითხვების მიხედვით არსებითი სახელები ორგვარია: ვინ ჯგუფისა და რა ჯგუფის.
ვინ კითხვა დაესმის ადამიანთა სახელებს, მაგალითად:
დედა, მამა,
ბავშვი, პოლიციელი
და სხვა...




რა კითხვა დაესმის ყველა დანარჩენს, მაგალითად:
ძაღლი, კატა,
სახლი, მდინარე,
ცა, ბოსტნეული
და სხვა...
ცა






საგნებს, რომლებსაც ვხედავთ სულიერია ან უსულო.
სულიერია საგანი, რომელსაც სული უდგას. იგი საკუთა- რი ძალით მოძრავი ცოცხალი არსებაა, მაგალითად:
ადამიანი, ცხოველი,
ფრინველი, თევზი,
მწერი, ქვეწარმავალი.






უსულოა საგანი, რომელსაც სული არ უდგას,უსიცოც-ხლოა. საკუთარი ძალით გადაადგილება არ შეუძლია, მაგალითად:
ხე, ქვა,
მდინარე, სახლი,
მდინარე, სახლი,
მთვარე, მინდორი და
სხვა... ვინ ჯგუფის სახელები სულიერია, რა ჯგუფის - სულიერიც და უსულოც.






საკუთარი და საზოგადო სახელები.
საკუთარია სახელი, რომელიც ჰქვია ერთ რომელიმე სა- განს, საზოგადო კი ერთნაირ საგანთა საერთო სახელია.
მაგალითად, მსოფლიოში უამრავი ქალაქია,რომელთაც თავ-თავისი სახელი ჰქვია:
ერთი ქალაქის სახელია თბილისი, მეორისა -- ქუთაისი,
მესამისა -- ბათუმი
და ა.შ.



ქალაქი ყველა ქალაქის საერთო სახელია, თბილისი კი ერთი ქალაქის სახელი. მაშასადამე, თბილისი საკუთა-რი სახელია, ქალაქი - საზოგადო.
საკუთარი სახელებია: ადამიანთა სახელები (ნინო, გიორგი), გვარები (მაჩაბელი, ჭონქაძე), ფსევდონიმები (ვაჟა-ფშაველა, არაგვისპირელი), ცხოველთათვის შერქმეული სახელები (გიშერა, წიქარა, აფთარა), გეოგრაფიული სახელები (საქართველო, მტკვარი, უშბა), ციურ მნათობთა სახელები (მზე, მთვარე, ვენერა), წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, მხატვრული ნაწარმოებების, დაწესებულება-ორგანიზაციების, ისტორიული მოვლენების, გემების სახელწოდებები...
საზოგადო სახელი, მრავალ ერთგვარ სახელს ჰქვია, მაგალითად: ქვა, ხე, ქალაქი, სოფელი და სხვა..
კონკრეტული და აბსტრაქტული სახელები.
კონკრეტულია სახელი, თუ ის აღნიშნავს ნივთიერი სახის მქონე საგანს, რომელსაც თვალით ვხედავთ ან შევეხებით :
დაფა, წიგნი,
ოქრო, მერცხალი,
წყალი, ჰაერი და სხვა..






აბსტრაქტულია სახელი, თუ ის აღნიშნავს ისეთ რამეს, რომელსაც ნივთიერი სახე არ გააჩნია. ე.ი. ვერც ვხე- დავთ და ვერც ვეხებით. მაგალითად: სიბრძნე, სიმშვი- დე, გულწრფელობა, ბედნიერება, ჭეშმარიტება...
ვინ ჯგუფის სახელები ყველა კონკრეტულია, რა ჯგუფისა კი შეიძლება იყოს კონკრეტულიც და აბსტრაქტულიც.
ზოგიერთი სახელი ერთ წინადადებაში შეიძლება კონკრეტული იყოს, მეორეში – აბსტრაქტული. მაგალი- თად ახალგაზრდობა კონკრეტულია, როცა ვამბობთ: "ჩვენი ახალგაზრდობა კარგად სწავლობს". ხოლო აბს-
ტრაქტულია, როცა ვამ-
ბობთ:"მან გაიხსენა თა-ვის
ვისი ახალგაზრდობა".


კრებითი სახელი აღნიშნავს საგანთა კრებულს, (ბევრს ერთად) როგორიცაა, მაგალითად:
ერი, ჯარი,
ხროვა,
გუნდი, ფარა და
სხვა...





ზოგიერთი სახელი ერთ ცალ საგანსაც აღნიშნავს და ერთგვარ საგანთა კრებულსაც. მაგალითად: ძროხა ერთ ცალ საგანს აღნიშნავს, როცა ვამბობთ:
"ჩემი ძროხა მინდორში საძოვრად გასუ-
ლა".
მაგრამ კრებითია წინადადებაში:
"გაშლილი ძროხა მოგროვდებოდა და დავიწყებდით ყველანი თვლასა".


ნივთიერებათა სახელები. (სათაურიდან ჩანს, რომ ამ ჯგუფში შედის ნივთიერებები).
ნივთიერებათა სახელები აღნიშნავენ ისეთ საგნებს, რომელთა დათვლა შეუძლებელია. მაგალითად:
ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუჯი,
შაქარი, რძე, თაფლი და სხვა...







მოქმედების სახელები.
ბევრი სიტყვა მოქმედებას აღნიშნავს და რა კითხვაზე მიუგებს. წინადადებაში ისეა გამოყენებული, როგორც არსებითი სახელი. მოქმედების სახელები იბრუნვიან, მაგალითად: წერა, კითხვა, თამაში, ხატვა, მალვა, მღერა და სხვა...
აკეთებს ზმნაა, კეთება კი მისგან ნაწარმოები ბრუნებადი სიტყვაა. ასეთ სიტყვებს მოქმედების სახელები ჰქვია
