ამ წიგნში გაეცნობით ოკეანეებსა და ზღვებში მობინადრე არსებებს.
წიგნზე მუშაობდნენ: მარიამ ჩხვირკია, გიორგი ჩოგოვაძე, ნინი ქურციკიძე, ნი- კოლოზ ჩხეტია,

დედამიწის ზედაპირის ორ მესამედზე მეტს ზღვები და ოკეანეები ფარავს. დააკვირდით რუკას და მარტივად შეამჩნევთ, რომ წყალი ხმელეთზე მეტია.
ოკეანეში აურაცხელი სახეობის ცოცხალი არსება ბინადრობს.
უმრავლესობა ნაპირთან ახლოს ცხოვრობს, ზოგი კი ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილებს ირჩევს საცხოვრებლად.
ჩვენს პლანეტაზე თევზების 20 000-ზე მეტი სახეობა არსებობს: ძალიან პატარა არსებებით დაწყებული, ვეებერთელა ვეშაპებით დამთავრებული. ყველა სახეობის თევზი ლაყუჩების საშუალებით სუნთქავს.
ისინი წყლის ხერხემლიანი ცხოველებია, რომლებსაც არ აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა. თევზების ზომა,წონა და ფორმა განსხვავებულია.
უსასრულოდ შეიძლება ამ საოცარ სილამაზეზე ვისაუბროთ, თუმცა განუ-საზღვრელი დროა ამისთვის საჭირო.
ამჯერად მოგითხრობთ წყლის ძუძუმწოვრებზე.
ვეშაპები დედამიწის უდიდესი ცხოველებია. მათ რიცხვს მიეკუთვნება მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე დიდი ცხოველი – ლურჯი ვეშაპი.
ისინი ოკეანეში მცხოვრები უმცირესი მცენარეული და ცხოველური ორგანიზმე- ბით იკვებებიან. ვეშაპები ზღვის თბილ-
სისხლიანი ძუძუმწოვრე-
ბი არიან.
არიან კბილიანი ვეშაპები,რომლებსაც დელფინებიც მიეკუთვნება და უკბილო ვეშაპები.
ყველა ვეშაპი სწრაფად დაცურავს და ყვინთავს, სხეულის ფორმით ისინი თევზებს გვანან, ხოლო კუდის ფარფლები ჰორიზონტალურად აქვთ განლაგებული და არა ვერტიკალურად, როგორც თევ- ზებს. ისინი თევზები არ არიან, ვეშაპები ზღვის ნადირნი არიან.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი ისეთი- ვე ჭკვიანია, როგორც დელფინი (ერთ–ერთი ყველაზე ჭკვიანი არსება დედამიწა- ზე).
აქამდე დაფიქსირებული ყველაზე დიდი ზომის ლურჯი ვეშაპი იყო 33 მეტრის სიგრძისა და, დაახლოებით, 200 ტონას იწონიდა.
ახალშობილი დღეში 400 ლიტრ რძეს სვამს, რომელიც ძროხისაზე 6000–ჯერ მსუყეა.
ყოველივე ეს კი საშუალებას აძლევს პატარას, დღე–ღამეში 90 კილოგრამით მოიმატოს.
ამ ცხოველებს შეუძლიათ დიდი სიჩქარით გადაადგილება, ზრდასრული ვეშაპი ამოსუნთქვისას,
ორთქლის ნაკადს ზედა ყბასთან ახლოს მდებარე სასუნთქი ხვრელიდან 9–12 მეტრის სიმაღლეზე აფრქვევს.
ამ გიგანტის გული 600 კილოგრამს აღწევს. მდედრები, მამრებზე დიდები არიან. არცაა გასაკვირი: აბა, სად უნდა დაიტიო 2700 კილოგრამიანი ვეშაპუნა?
კუზა ვეშაპი საკმაოდ მოქნილი და თამა- შის მოყვარულია. მისი სხეული ისეა აგებული,
რომ მას წყალს ზემოთ აკრობატული ილეთების შესრულება შეუძლია.
ვეშაპებს დიდი მანძილების გავლა უწევთ
ამიტომ მათი მათი სხეული ისეა აგებუ- ლი, რომ ნაკლები ენერგია დაიხარჯოს.
დელფინი ხერხემლიანი, ძუძუმ- წოვარა სამეფო ცხოველია.
აქვს წაგრძელებული დინგი. კბი- ლების რაოდენობა 70 - ს აჭარბებს
მისი სიგრძე1 - 3 მეტრია, ზოგიერთი სახეობა 10 მეტრსაც აღწევს.
მათ შეუძლიათ ადამიანის მიერ თქმული სიტყვების გამეორება. გასაწვრთნელად და შესასწავლად ჰყავთ დელფინარიუმებში.
ცურავენ სწრაფად , იკვებებიან თევზით, თავფეხიანი მოლუსკებით.
შობენ ერთ ნაშიერს, რომლის სიგრძე დე- დის სიგრძის ნახევარს აღწევს.
დელფინები ცხოვრობენ გუნდებად, მათ ერთმანეთის დახმარების საოცარი მეთო-დები აქვთ.
როდესაც გუნდის ერთ-ერთი დელფინი დაუძლურდება, იგი მათ აჰყავთ წყლის
ზედაპირისაკენ,რათა წყლისაგან არ გაიგუ დონ.
ცნობილია რომ მათთვის ჰაერით სუნთქვა აუცილებელია.
დელფინები ანალოგიურად მოქმედებენ, ადამიანების მიმართაც, როდესაც მათ დახრჩობის საფრთხე ემუქრებათ.
ეს პატარა, უიშვიათესი არსება, ვარდისფე- რი დელფინია, რომელსაც ყველა პინკის ეძახის.
დელფინები გონებით ძაღლებზე, ცხენებ- ზე და მაიმუნებზე უფრო მაღალ საფეხურ- ზე არიან.
ისინი ადვილად ეგუებიან ადამიანებს და სწავლობენ მათ მითითებებს.

მისი ტვინი ადაიანის ტვინის ზომაა, თუმ- ცა ნაკლები შესაძლებლობები აქვს. დამ- ტკიცებულია, რომ დელფინი ადამიანის შემდეგ ყველაზე ჭკვიანი ცხოველია.
აი ასეთი საოცარი, გონიერი და საყვარელი ძუძუ-
მწოვრები არიან
დელფინები.
