

ერთ დღესაც ქარიშხალი მდინარეს საშინლად აღელვებდა და ტალღებს ჩვენს ყურეში შლამი, ქვიშა და ქვები მოჰქონდა. ჩვენ ორაგულებმა აღშფოთებულ პატარა მდინარეს გავჰყევით და დიდ ლიახვში შევცურდით.
მოგზაურობა ძალიან მოგვეწონა და სამშობლოში დაბრუნება აღარ გვინდოდა.არა ერთხელ ამოვყავით თავი წყლიდან,რომ დიდი ქალაქი დაგვენახა




უცებ გაოცებულნი გავჩერდით.წინ მლაშე წყალი დაგვხვდა,მაგრამ თანდათან შევეჩვიეთ და უფრო შორს შევტოპეთ ზღვაში.საკვები ბევრი გვქონდა ამიტომ მალე გავიზარდეთ.კეთილ ცხოვრებაში ვიყავით ზღვაში,მაგრამ სამშობლო მაინც ვერ დამავიწყა ამ სიკეთემ.

სამშობლოს ნატვრა ყოველ დღე მიძლიერდებოდა და გული შინისაკენ მიმიწევდა.ბოლოს მდინარის შესართავს მივუახლოვდი და იქ შევხვდი ჩემს ამხანაგებს,რომლებთან ერთადაც შემოვედი ზღვაში.ყველას ერთი სურვილი გვქონდა, სამშობლოში დაბრუნება.
ჩვენთვის სამშობლოში მოგზაურობა რთული და ძნელი აღმოჩნდა,შინ დაბრუნება განუწყვეტელ ბრძოლას ითხოვდა


როგორც იყო ჩვენი შეთხელებული ქარავანი სამშობლოს მიუახლოვდა.დიდად გაგვიხარდა,როცა ნაცნობ ნაპირებს მივადექით და დავინახე მდინარის ძირზე უწინდელი ლამაზი და სუფთა ქვები.აქ დავესვენეთ ხანგრძლივი მოგზაურობით დაღლილებმა.
დასასრული
