მასწავლებელი:თამარ ქობულაძე
საგანი:ქართული


შემოდგომის ერთ დღეს,კოკისპირული წვიმა მოვიდა.გზები გადაიქცა მდინარეებად,ღელეები-ტბად.ჩვენი მდინარე მრისხანედ აბურცდა,ჩვენ წყნარ ყურეს ვეღარ იცნობდი.

მე ვცდილობდი,ჩემ სამშობლოს არ მოვშორებოდი,მაგრამ დიდ ლიახვში შევცურდი. ლიახვმა გამაქანა და მტკვარში შემაცურა,ძლიერ მომეწონა მოგზაურობა.

უცებ გაოცებული შევჩერდი,წინ მლაშე წყალი დამხვდა,რომელსაც კასპიის ზღვა ჰქვია.ცოტა მეუცხოვა,მეშინოდა,მაგრამ გავბედე,და ზღვაში შვცურე.თანდათან უფრო შორსაც, და საჭმელი იქაც ბევრი ვიპოვნე.

ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს,მაგრამ ყველა ამ სიკეთემ,ჩემი სამშობლო ვერ დამავიწყებინა. სამშობლოს ნატვრა უფრო და უფრო მიძლიერდებოდა.ბოლოს მივუახლოვდი მდინარის შესართავს.მივხვდი რომ,გადავჩვეულვარ მლაშე ზღვის წყალში ყოფნისას.

სამშობლოში დასაბრუნებლად განუწყვეტლივ ვბრძოლობდი.მარჯვედ მოვახერხე კონზე გადახტომა, და ბოლოს მდინარეში მოვექეცი.ბოლოს როგორც იქნა მივუახლოვდი სამშობლოს იქ დავისვენე მოგზაურობით გადაღლილმა. როცა საღამოს ბინდი მოიცავდა გარემოს მდინარის ძირში ქვირითს ვყრიდი, მზეს უნდა გამოეჩეკა ლიფსიტები,და როცა გაიზრდებოდნენ ზღვისკენ გაეშურებოდნენ.თუმცა ძალიან მალე მივხვდი რომ ჩემთვის ეს მდინარე ძალიან პატარა იყო. საკმაო საჭმელსაც ვერ ვპოულობდი,და ქვირითის დაყრის შემდეგ კვლავლავ ზღვას დავუბრუნდი გაზაფხულამდე.

