
ერთხელ პატარა ბეკეკას
დასცხა და წყალი მოსწყურდა,
მდინარის პირას მიადგა,
წყურვილის მოკვლა რომ სურდა.
თურმე იმავ დროს მახლობლად,
საჭირბოროტოდ კრავისა,
დაძუნძულებდა პირღია
მგელი, მსურველი ავისა
უეცრად სუნი რომ ეცა,
რადგან ჩიჩია უყვარდა,
გამოიგონა შარები
და საცოდავ კრავს მივაედა.
შე, ბრიყვო!
აქ როგორა სვამ წყალსაო,
რომ აღარ დასდევ კანონებს
და აღარც სამართალსაო?
ჩაგიდგამს წინა ფეხები,
შიგ ჰყოფ ტუჩს უწმინდურსაო!
წყალს მიმღვრევ, აღარად მაგდებ,
აღარც კი იბერტყ ყურსაო!
შემოუძახა:
რა ბრძანებაა, ბატონო,
რას მერჩით მე საწყალსაო?
თქვენ ზევითა ხართ, მე - ქვევით,
როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?

მაშ, მე ვსტყუიო? გაჩუმდი!
ნუ წაგიგდია ენაო!
შარშანწინდელიც კი მახსოვს
შემგან ბრიყვული წყენაო!
ჯერ ერთი წლისაც არა ვარ,
შარშანწინ როგორ მნახეო?
მაშ, ძმა ყოფილა ის შენი,
მიტომ მიგიგავს სახეო!
არც ძმა მყავს, ჩემო ხელმწიფევ,
ტყუილად რად მდებთ ბრალსაო?

შენი მოგვარე ხომ იყო?
გადახდა უნდა ვალსაო!
მომწყინდა შენი ბღავილი,
ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო!
შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს,
მიზეზად ისიც კმარაო!
უთხრა და ზურგზედ მოიდვა,
ტყეში წაიღო საწყალი.
დიდ კაცთან პატარა კაცსა
როდის გასვლია მართალი?
