კონვენცია - სახელმწიფოთა შორის რაიმე სპეციალურ საკითხზე დადებული ხელშეკრულება.
წიგნი განკუთვნილია 6-12 წლის ბავშვებისთვის

18 წლამდე ყველა ადამიანი ბავშვია




მე ბავშვი ვარ

ყველა ბავშვს აქვს ხელშეუხებელი სიცოცხლის უფლება, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობს ის.

ყველა ბავშვს აქვს უფლება, ჰქონდეს სახელი და მოქალაქეობა.
იცნობდეს თავის მშობლებს და ისინი ზრუნავდნენ მასზე







ყველა ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს ისეთ გარემოში, რომ შეძლოს სრულყოფილად განვითარდეს ფიზიკურად, სულიერად, გონებრივად, ზნეობრივად და სოციალურად!





ყველა ბავშვს უფლებაა, იყოს სოციალურად უზრუნველყოფილი.
ყველა ბავშვის უფლებაა, ჰქონდეს სახლი.
ბავშვებს აქვთ დასვენების და თავისუფალი დროის ქონის უფლება!







ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება!



ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ჯანმრთელობის საზიანო სამუშაოს შესრულებისგან!
ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ნარკოტიკების მოხმარებისგან!
ყველა ბავშვის უფლებაა, გამოთქვას თავისი მოსაზრება ნებისმიერ საკითხზე!
წიგნზე მუშაობდა
მაკა ჩინიჯიშვილი







ყველა ბავშვის უფლებაა,
იყოს ბედნიერი!
