




მე ვიმოგაზურე კავკასის მტებში პირველად გზა სახიფათო გზად ბევრი დაბრკოლება შეგხვდებათ თუმცა დამიჯერეთ ამ სილამაზის ნახვას არ ინანაებთ

კავკასიონი ეს არის ვრცელი მთათა სისტემა კავკასიაში ევროპასადა აზიაში განფენილია რუსეთის, საქართველოსადა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. შედგება რამდენიმე ქედისაგამ და წარმოადგენს ერთ მთლიან თითქმის სწორხაზოვან მთაგრეხილს რომელიც გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთ-სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ შავსა და კასპიის ზღვებს შორის,

კავკასია მდებარეობს ზომიერი და სუბტროპიკული ჰავის სარტყლების საზღვარზე. კავკასიონი მნიშვნელოვანი კლამატგამყოფია. იგი აბრკოლებს ჩრდილოეთის ცივი ჰაერის მასების გავრცელებას სამხრეთისკენ, ხოლო სამხრეთის თბილი ჰაერისას — ჩრდილოეთისკენ და მკვეთრ კლიმატურ კონტრასტს ქმნის ჩრდილოეთ კავკასიის და ამიერკავკასიის შორის.
ჰავა

ადამიანი უხსოვარი დროიდან ესწრაფვოდა შეუცნობელ და მიუვალ ადგილებს. სახლდებოდა გამოქვაბულში, აგებდა ციხე-სიმაგრეებსა და საცხოვრისებს კლდეებსა და მაღალ მთებზე, მოგზაურობდა და სახლდებოდა მანამდე უცნობ ტერიტორიებზე. ერთი შეხედვით სახიფათო ადგილები ამავე დროს დაცულობისა და საკუთარი ძალების შეგრძნებას ბადებს. ის რაც შენ უკვე შეიცანი და გაიშინაურე სხვისთვის ჯერ კიდევ უცხო და მიუვალია, ეს უპირატესობას განიჭებს. საბოლოოდ კი თვითგადარჩენის ინსტინქტით ნაკარნახევი თავდაცვითი სწრაფვა სულის საჭიროებად გადაიქცა და თავისუფლების განცდისა და თვითგამოხატვის საშუალებაც კი გახდა.

. სწორედ აქ იწყება ალპინიზმის ისტორიაც. გზა მწვერვალებისკენ სავსეა უდიდესი ხიფათებით, ეს ბეწვის ხიდზე გავლაა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, თუმცა ყოველ ასვლას ახლავს სამყაროს სიდიადის, სიცოცხლისა და ადამიანის უკიდეგანო შესაძლებლობების მძაფრი შეგრძნება. მწვერვალზე ყოველი ასვლა თითქოს ზღვრის გადალახვაა. „მწვერვალზე ასვლა თავისებური გამოწვევაა, მაგრამ ხელოვნება ის კი არ არის სიკვდილი ვეძიოთ, არამედ ის, რომ ამ ორთაბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდეთ“- ეს სიტყვები მთამსვლელობის ლეგენდას, რაინჰოლდ მესნერს ეკუთვნის.

ადამიანმა მრავალი საუკუნის წინ დაიწყო მთების გადალახვა, თუმცა თანამედროვე ალპინიზმის დასაბამად 1786 წელი ითვლება, როდესაც შვეიცარიელმა გლეხმა ჟაკ ბალმა და ფრანგმა ექიმმა მიშელ-გაბრიელ პაკარიმ პირველი სპორტული ასვლა განახორციელეს მონბლანზე
ერთი წლის შემდეგ კი მონბლანზე შვეიცარიელი ნატურალისტი და ფიზიკოსი ორას ბენედიქტ დე სოსიური ავიდა და მეტეოროლგიური, გეოლოგიური და გლაციოლოგიური დაკვირვებები ჩაატარა. იმ დროისთვის მონბლანის დაპყრობა უდიდესი მოვლენა იყო. ერიკ შიპტონი ჟაკ ბალმასა და მიშელ-გაბრიელ პაკარის შესახებ წერდა: „მათ საოცარი მამაცობა და გამბედაობა გამოიჩენს. ეს იყო ალპინიზმის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა,

პირველი ალპინისტური ასვლიდან 167 წლის შემდეგ კი ადამიანმა დედამიწის უმაღლეს წერტილზეც დადგა ფეხი. პირველი წარმატებული ექსპედიცია ევერესტზე 1953 წლის 29 მაისს ჯონ ჰანტის ინგლისური ექსპედიციის წევრებმა: თენსინგ ნორგეიმ და ედმუნდ ჰილარიმ განახორციელეს. იმ დროისთვის ჯომოლუნგმა 12 მთამსვლელის დაღუპულ სიცოცხლეს ითვლიდა.

ედმუნდ ჰილარი და თენსინგ ნორგეი
ქართული, ისევე, როგორც საბჭოთა ალპინიზმის დასაბამად ითვლება 1923 წელი, როდესაც მყინვარწვერზე ერთდროულად ორი ასვლა განხორციელელდა. პირველ 18 კაციან ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ქართველი მათემატიკოსი და გეოგრაფიული საზოგადოების დამფუძნებელი გიორგი ნიკოლაძე. მისი გუნდი, რომელიც მყინვარზე 28 აგვისტოს ავიდა, 13 მამაკაცისაგან და 3 ქალისაგან შედგებოდა. ჯგუფის წევრები იყვნენ: გიორგი ნიკოლაძე, იაგორ კაზალიკაშვილი, მარიამ ბეჟანიშვილი, ელენე ლორთქიფანიძე, ასმათ ნიკოლაიშვილი, მარიამ ტყავაძე, ლიდა ჩხეიძე, ატო აღნიაშვილი, ალექსანდრე კილაძე, ზაქარია მამამთავრიშვილი, მიხეილ მათიაშვილი, ვასილ მჭედლიშვილი, მიხეილ ჯინჭარაძე, აბზი ბეზურთანოვი - გამყოლები: ალექსანდრე ჩუმიხინი(სტავროპოლი), კურტ პაკენდორფი(შვედეთი), გიორგი ალიხანოვი, ფრიდრიხ ბაუმჰაუერი(გერმანია).

მეორე ექსპედიცია, ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით, მყინვარზე 3 სექტემბერს ავიდა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: გახა წიკლაური, ალექსანდრა ჯაფარიძე, იოსებ ასლანიშვილი, ანდრია თოფაძე, ვალენტინ თულაშვილი, არნოლდ ვეისი, ტარასი ზაგაშვილი.
1925 წელს გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა მორიგი 19 კაციანი ასვლა იალბუზზე, რომელშიც მყინვარწვერზე პირველი ასვლის მონაწილე ხუთივე ქალი მონაწილეობდა.
1927 წელს სიმონ ჯაფარიძემ და იაგორ კაზალიკაშვილმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს მყინვარწვერი, ამჯერად ახალი გზით, რომელსაც "სიმონ ჯაფარიძის გზას" უწოდებენ, და რომელიც დღემდე ყველაზე პოპულარულ ტურისტულ გზად ითვლება.
იმავე წლის ნოემბერში სიმონ ჯაფარიძემ განახორციელა პირველი ზამთრის ასვლა მყინვარწვერზე.
სიმონ ჯაფარიძის სახელს უკავშირდება საქართელოს ალპინიზმის ისტორიაში პირველი უბედური შემთხვევა, რომელსაც ალპინისტების სიცოცხლე შეეწირა. 1929 წელს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების თაოსნობით დაიგეგმა ექსპედიცია თეთნულდზე. მას გიორგი ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა. მის შემადგენლობაში იყო პიმენ დვალიც, რომელიც 1924-1926 წლებში ზემო სვანეთის ადგილობრივ ორგანიზაციაებს ხელმძღვანელობდა. 27 აგვისტოს, ალპინისტთა სამკაციანი ჯგუფი მწვერვალისკენ გავიდა, თუმცა პიმენ დვალი ყინულზე მოსწყდა და მის დასახმარებლად მისულ სიმონ ჯაფარიძესთან ერთად ფერდობზე დაეშვა. პიმენ დვალის ცხედარი მაშველმა ჯგუფმა მალევე იპოვნა, ხოლო სიმონ ჯაფარიძის პოვნა მხოლოდ ათი დღის შემდეგ მოხერხდა.
ალპინისტების დაღუპვიდან ერთ წელიწადში თეთნულზე სოლო ასვლა განახორციელა სიმონ ჯაფარიძის ძმამ, ალიოშა ჯაფარიძემ. ასვლიდან ორი დღის შემდეგ, ალიოშა ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ დალაშქრა თეთნულდი, ამ ჯერზე მის დასთან, ალექსანდრა ჯაფარიძესთან, ადსილ ავალიანთან და იაგორ კაზალიკაშვილთან ერთად.
კავკასიონის მთებში მოგზაურობა ჩემთვის სასიამოვნო იყო ვფიქრობ კავკასიონი ალპინიზმს იზიდავს საშიში რთულად გასავლელი გზა რატომღაც სახალისო ივსები ადრენალინით გზად სხვადასხვა ლამაზ ადგილებს ნახავ რაცუფრო მაღლა და მაღლა მიიწევ უფრო ლამაზი ხდება ყველაფერი დამიჯერეთ აქ თქვენს საუკეთესო მეგობრებთან ერთდ მოგზაურობა შესანიშნავი იქნება გადაიღებთ არაჩვეულებრივ ფოტოებს და ვიდეოებს

ეხლაო მოდი მოსალოდნელ საფრთხეებზე გავამახვილებ ყურადღებას.
ჩვენ ალპინიზმით დაკავებული ვართ ძალიან მამაცი ხალხი რადგან მთაში რაცუფრო და უფრო მაღლა და ზევით მიიწევ სავალი ადგილი უფრო საშიში ხდება შესაძლოა ნებისმიერ დროს აგიცურდეს ფეხი და სიცოცხლეს გამოესალმო ამიტომაც სიფრთხილის ქონაა აუცილებელი როდესაც მთაში მოგზაურობ

მეპირადად მთაში მოგზაურობისას მიუხედავად იმისა რომ დიდი სიამოვნება მივიღე მაგრამ მაინც მეშინოდა არ გამოვსალმებოდი სიცოცხლეს
არ მოგატყვილებთ და გეტყვით რომ მთაში მოგზაურობისას არაერთი ადამიანი და ალპინისტი დაღუპულა
გმადლობთ ყურადღებისთვის
