This book was created and published on StoryJumper™
©2015 StoryJumper, Inc. All rights reserved.
Publish your own children's book:
www.storyjumper.com




შემოძარცვული,მიტოვებული,მივიწყებული,
მოწყენილი - ასე გამოვიყურები.
ლამაზ,ხელის გულზე შეფენილ ადგილას ვართ
განფენილი მე და ჩემი ნანგრევები.
გარიყული ვდგავარ,ყველამ მიმატოვა,პატარ-პატარა
ნანგრევებად ქცეული არავის ვახსოვარ,მხოლოდ
ძაღლები ან საბალახოდ გამოშვებული პირუტყვი თუ
მომინახულებს და მათ გავესაუბრები ცოტა ხნით,
ადამიანები კი ისე გულცივად ჩამივლიან,ერთხელაც
არ შემომხედავენ და თუ თვალი შემავლეს,
სიბრალულიც არ აღმოხდებათ.

დრო გაჩერებულია ჩემს ირგვლივ.ეს აუტანელი სიჩუმე საშ
ინლად მთრგუნავს.ყოველ ახალ დილას იმ მედით
ვეგებები რომ გამოჩნდება ადამიანი რომელიც ჩემს
ნანგერევებს სულს ჩაბერავს და ახალ სიცოცხლეს
ჩუქებს. გვერდით რომ ჩამივლიან ყველას ვთხოვ
მხოლოდ ცოტა ხნით მომაქციონ ყურადღება,რომ ჩემი
გულის ტკივილი გავანდო, მაგრამ ამაოდ.ერთი და
იგივე სიტყვები გაისმის: აქ მოსაწყენია, რა ულამაზოდ
გამოიყურება ყველაფერი.
სულ მარტო ვარ. რომ არა ერთი კეთილი ადამიანი,
რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა ამ ადგილას,
მოიხიბლა ჩემით,დიდხანს მესაუბრა,თითოეულ ქვას
ელაპრაკებოდა.

ეს პიროვნება ძალიან დაინტერესდა ამ ადგილის,
ნაგებობის ისტორიით. მოიძია ინფორმაცია და
გადაწყვიტა მისთვის პირვანდელი სახე დაებრუნებინა.
უძველეს დროში ეს ნანგრევები საოცარი ფერებით
შემკულ და გასხივოსნებულ ტაძარს წარმოადგენდა,
რომელიც იდგა ზეცად აპყრობილი და ამშვენებდა ამ
პატრა სოფელს.
მაგრამ ეს კეთილი ადამიანი დიდი დაბრკოლების და
წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდა. ადგილობრივი
მმართველობა უარს ამბობდა სახსრების გამოყოფაზე,
მოსახლეობაც გულგრილობას იჩენდა. ვერ წარმოედგინათ
ამ ნანგრევებიდან თუ შეიძლებოდა მათთვის
საინტერესო ნაგებობის აღმართვა.

კეთილმა ადამიანმა, მიუხედავად ასეთი
წინააღმდეგობისა, ძალა მაინც არ დაიშურა და სხვა
ადგილებიდან მოიძია ადამიანური რესურსი,
ფინანსური საშუალება და მთელი შემართებით
შეუდგა საქმეს. ამკეთილშობილურმა ქმედებამ
თავისი ნაყოფი გამოიღო

.
ნანგრევებიდან ისეთმა ლამაზმა ნაგებობამ დაიწყო
აღმართვა, მისი სიმშვენით გაოგნებული მოსახლეობა
მთელი ძალისხმევით და რუდუნებით ჩაერთო მის
მშენებლობაში.ტაძარი ძალიან მალე დასრულდა .იგი
ერთ-ერთ ულამაზეს ადგილს წარმოადგენდა ამ
პატარა სოფელში.მისი ფოტოები და ისტორია-ძველი
და ახლი,ინტერნეტ სივრცეში განათავსა კეთილმა
ადამიანმა. ეს მიტოვებული ადგილი ერთ-ერთ
საუკეთესო ტურისტულ ცენტრად იქცა მსოფლიოში.


