აბა ყურადღება!!! იწყება ძალიან საინტერესო ამბავი...This book was created and published on StoryJumper™
©2015 StoryJumper, Inc. All rights reserved.
Publish your own children's book:
www.storyjumper.com







იყო ერთი გოგონა სახელად ლიზი. ცხოვრობდა
დედასთან და მამასთან ერთად. ერთხელ
გოგონამ გადაწყვიტა მშობლების დაუკითხავად
ტყეში გასეირნება. იფიქრა საშიში რა უნდა
იყოსო. თან ჩემ გაზრდილ ძაღლსაც წავიყვან დ
ა ყველა განსაცდელში ის დამეხმარებაო.
ჯესიც კუდის ქიცინით გაჰყვა ლიზის და წავი
დნენ შორს...









ტყის სილამაზემ გოგონა მოხიბლა. ის წინ დ
ა წინ მიიწევდა. აინტერესებდა ტყის სიღმეში
რა ხდებოდა. ძაღლი-ჯესიც დიდი
ცნობისმოყვარეობით ხან წინ მირბოდა და ხან
უკან მისდევდა ლიზის. ისინი უღრან ტყეში
შევიდნენ. ჰოი საოცრებავ! რა არ დაინახეს.
მაიმუნები ხეებზე თამაშობდნენ. გრძელკისერა
ჟირაფი გემრიელად მიირთმევდა მწვანე
ყლორტებს. სად იყო და სად არა ხის
ფუღუროდან კურდღელიც გამოძვრა და
მინდვრისკენ გაიცა.
უცებ უცნაური ყმუილის ხმა შემოესმათ და
მათ წინ დიდი რუხი მგელი გადაუდგათ. მან
პირი ისე გააღო ლიზის შიშისაგან ფერი სულ
დაეკარგა.





გოგონამ და ძაღლმა გადაწყვიტეს ტყიდან
გაქცეულიყვნენ. რადგან ხვდებოდნენ
საშინელების წინაშე აღმოჩნდნენ. მათ მართლ
აც იპოვეს გზა ტყიდან გასასვლელი იქით
გაიქცნენ. მაგრამ რუხი მგელი გზაში წამოე
წიათ. ლიზი კანკალმა აიტანა, ფეხები აღარ
ემორჩილებოდა, ვეღარც გარბოდა. ამ დროს
ჯესი უკან შემობრუნდა, მთელი სისწრაფით
დაეშვა გორიდან, იგი მზად იყო სამკვდრო-
სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმულიყო
მგელთან, ოღონდ კი თავისი საყვარელი
პატრონი გადაერჩინა.











ვინ იცის როდემდე გაგრძელდებოდა ეს
თავგანწირული ბრძოლა ჯესსა და მგელს შორ
ის რომ ლიზის მამა არ გამოჩენილიყო თავის
მეგობრებთან ერთად. ისინი მაშინვე წამოსულა
ნ მათ საძებნად. საწყალ მამას პოლიციაც კი
დახმარებია გოგონას ძებნაში. ლიზის დედას კ
ი მეზობლები ასულიერებდნენ. პოლიციელ
ებმა თოფით მოკლეს მგელი. ლიზი და ჯესი
კი სახლში დააბრუნეს, საყვარელ ოჯახში.







დედამ როგორც კი ლიზის ხმა გაიგო
მოსულიერდა და გოგონას გადაეხვია. ლიზის
ცრემლები წასკდა. ეს იყო სინანულის
ცრემლები, ის ნანობდა თავის საქციელს.
ახლა კი მიხვდა რა ჩაიდინა, როგორ გაანერვ
იულა მშობლები და სიცოცხლეც საფრთხეში ჩა
იგდო. სწორედ ამაზეა ნათქვამი ანდაზა:
" დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი
შეჭამს, ან მგლისფერი ძაღლიო".


2016 წელი. 8 იანვარი.
წიგნის ავტორი: ნინო ციცვიძე
