All rights reserved. Sources: storyjumper.com/attribution
Preview audio:
storyj.mp/age658z6gwcc
2
მრავალმხრივი ცოდნისა და ინტერესების ძველბერძენი მეცნიერი-ფილოსოფოსი .პირველი რუკა, რომელიც დედამიწის სფეროსებური ფორმის გათვალისწინებით შეიქმნა, ერატოსთენეს ეკუთვნის. იგი ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში ცხოვრობდა ქალაქ კირენაში.
3
მიიჩნევა, რომ სწორედ ამ მეცნიერმა, რომელიც ალექსანდრიის ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა, დაამკვიდრა ტერმინი „გეოგრაფია“. გარდა ამისა, მანვე დახაზა პირველმა მსოფლიოს რუკა მერიდიანებისა და პარალელების გამოყენებით, რომლებსაც
თავად „გვერდიგვერდ გამავალ ხაზებსა“ და „შუადღემდე ხაზებს“ უწოდებდა. და პირველმა გამოთვალა დედამიწის ,,ეკვატორის სიგრძე’’.
4
ერატოსთენეს მსოფლიო ერთი კუნძულია, რომელსაც ზემოდან – ჩრდილოეთის, ქვემოდან კი ატლანტის ოკეანე ესაზღვრება. კუნძული ევროპად, ლიბიად, არაბეთად, არიანად, ინდოეთად და სკვითიად იყოფა. ინდოეთის სამხრეთით კიდევ ერთი კუნძული – ტაბროპანი, სავარაუდოდ, თანამედროვე შრი-ლანკა (ცეილონი), მდებარეობს.
5
ერატოსთენე არ უარყოფდა სხვა ნახევარსფეროში „ანტიპოდების“ შესაძლო არსებობას, თუმცა იქამდე მიღწევა შეუძლებლად მიაჩნდა, რადგან, ძველი ბერძნების აზრით, ეკვატორთან ისე ცხელოდა, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი იწვოდა, ხოლო ზღვა დუღდა, პოლუსებთან კი, პირიქით, ისე ციოდა, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ
გადარჩებოდა.
6
ერატოსთენეს მსოფლიოს რუკა
7
ერატოსთენემ პირველმა დაამკვიდრა ტერმინი ”გეოგრაფია", პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე, ჩამოაყალიბა მათემატიკური გეოგრაფიის საფუძვლები; ასევე შეიმუშავა მარტივ რიცხვთა მოძებნის მეთოდი, ე.წ. ”ერატოსთენეს საცერი“; დაადგინა საბერძნეთის ისტორიის ძირითადი თარიღები.
8
მას ეკუთვნის ნაშრომები ”ძველი კომედიის შესახებ“ (12 წიგნად), ”ქრონოგრაფიათა შესახებ“ (9 წიგნად), ”გეოგრაფია“ (3 წიგნად). თუცა ამჟამად მისი ნაწერებიდან მხოლოდ ნაწყვეტებია შემორჩენილი.
9
ძველმა ბერძნებმა უკვე იცოდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და ამის დამამტკიცებელი არგუმენტებიც ჰქონდათ: პითაგორამ განაცხადა, რომ ” ბუნებაში ყველაფერი ჰარმონიულია, ხოლო ყველაზე სრულყოფილი ფორმა სფეროა. მაშასადამე დედამიწა მრგვალია.”
10
ერატოსთენეც იზიარებდა პითაგორას აზრს დედამიწის სფერულობის შესახებ. მან გამოთვალა მისი გარშემოწერილობა და რადიუსი. თავის ტრაქტატში ”დედამიწის გაზომვის შესახებ” ( Peri tes anametreseos tes ges) ალექსანდრიასა და სიენას შორის არსებული მანძილისა და ორივე ადგილას მზის სხივების დაცემის კუთხის სხვაობის საფუძველზე, ერატოსთენემ ეკვატორის სიგრძე გამოთვა
11
ერატოსთენეს ექპერიმენტი
ერატოსთენეს ექსპერიმენტი დედამიწის ზომის დადგენის შესახებ ასე წარიმართა:
ეგვიპტეში მოგზაურობისას, მეცნიერმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ქ. სიენაში (ამჟამინდელი ქალაქი ასუანი), 21 ან 22 ივლისს – ზაფხულის ნაბუნიობის დღეს, შუადღისას მზის სხივები ყველაზე ღრმა ჭის ფსკერსაც კი ანათებენ.
12
მაშასადამე ამ დროს მზე სიენას თავზე ზუსტად ვერტიკალურად მდებარეობდა და არ იყო დახრილი, მაშინ როცა, ამავე დროს, ქ. ალექსანდრიაში, სადაც თვითონ ცხოვრობდა, მზე შედარებით დაბალ სიმაღლეზე იყო და ყოველი საგანი ჩრდილს ქმნიდა.
13
ერატოსთენემ იცოდა, რომ ალექსანდრია სიენას ჩრდილოეთით თითქმის იმავე გრძედზე მდებარეობდა.
ერასტოთენემ დაამზადა ნახევრადმრგვალი თასისმაგვარი ხელსაწყო, რომლის ფსკერზე, პირდაპირ ცენტრში, ვერტიკალური ჩხირი – გნომონი დაამაგრა. თასის შიგნით მან წრე დახაზა, რომელიც 180 ტოლ ნაწილად – გრადუსებად დაყო.
14
ზაფხულის ნაბუნიობის დღეს მან ალექსანდრიაში დაკვირვების შედეგად შენიშნა, რომ გნომონის ჩრდილის სიგრძე მის ხელსაწყოზე სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და ბოლოს 7,2-გრადუსზე შეჩერდა. შემდეგ კი კვლავ მატება დაიწყო. რაც იმას ნიშნავდა, რომ მზის სხივების დაცემის კუთხე 7,2° -ია ანუ მზე ზენიტიდან სწორედ ამდენით იყო გადახრილი. ერატოსთენემ 360° გაყო 7,2°-ზე და 50 მიიღო. ამგვარად, მან დაადგინა, რომ სიენასა და ალექსანდრიას შორის დაშორება დედამიწის გარშემოწერილობის 1/50-ის ტოლია.
15
შემდეგ ბერძენმა მეცნიერმა სინესა და ალექსანდრიას შორის ფაქტიური დაშორება განსაზღვრა. იმ პერიოდში ეს არც თუ ადვილი საქმე იყო. მაშინ ადამიანები აქლემებით გადაადგილდებოდნენ, გავლილ მანძილს კი სტადიებში ზომავდნენ. აქლემების ქარავანი ჩვეულებრივ დაახლოებით 100 სტადიას გადიოდა დღეში. სიენადან ალექსანდრიაში მოგზაურობას 50 დღე სჭირდებოდა.
16
მაშასადამე ორ ქალაქს შორის მანძილის ასე განისაზღვრა:
100 სტადია x 50 დღე = 5 000 სტადია.
რადგანაც ერატოსთენეს მიხედვით 5000 სტადია დედამიწის გარშემოწერილობის 1/50-ის ტოლია, შესაბამისად მთელი გარშემოწერილობა იქნება:
5 000 სტადია x 50 = 250 000 სტადია.
17
სტადიის სიგრძეს ამჟამად სხვადასხვანაირად ანგარიშობენ: ერთი ვარიანტის მიხედვით სტადია 1657 მ-ია. მაშასადამე დედამიწის გარშემოწერილობა ტოლია:
250 000 სტადია x 1657 მ = 39 250 000 მ.
მეტრების კილომეტრებში გადასაყვანად მიღებულ რიცხვი 1000-ზე იყოფა და საბოლოო პასუხია 39 250 კმ.
იმ დროისათვის ეს შედეგი საოცრად ზუსტი იყო, რადგან დღევანდელი გამოთვლებით დედამიწის გარშემოწერილობა – 40076 კმ-ია.
18
თავის 3-ტომიან ნაშრომში ”გეოგრაფია” (Geographika) ერატოსთენემ პირველად გადმოსცა გეოგრაფიის სისტემური მეცნიერული შინაარსი. მან დასაწყისში მიმოიხილა ის საკითხები, რაც იმ დროსათვის ბერძნულ მეცნიერებაში უკვე იყო ცნობილი. ერატოსთენემ პითაგორაზე დაყრდნობით დასაბამი დაუდო მათემატიკურ და ფიზიკურ გეოგრაფიას. ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ თუ გიბრალტარის სრუტიდან გემი სულ დასავლეთით ივლიდა, შესაძლებელი იყო ინდოეთამდე მისვლა.