
ქვეშის საჯარო სკოლის მე-3 ბ კლ.
პედ. ნათია კურტანიძე
შეიქმნა სპეციალურად ქსელური პროექტისთვის





მეგობარი მეგობრისთვის ციხესიმაგრეაო.
მეგობრის პოვნას წლები უნდა, დაკარგვას-ერთი წუთიო.
მეგობრობამ მანძილი არ იცისო.
მეგობარი შეიძინე და ძველსაც ნუ დაჰკარგავო.


ძმა ძმისთვისაო , შავი დღისთვისაო
მეგობარი თუ გენდობა, გაუფრთხილდი, მეგობარს ნუ მისწიხლავო.
მეზობელს თუ რძე აქვს , შენცა გაქვსო.
ძმამ ძმას ანგარიში უყო, ისევ ძმანი იყვნენო.
ძმა რომ გაეყრება ძმასა, ვეღარ დასდგამს დიდისა ძნასა.


ტყუილის მთქმელს მართალსაც აღარ დაუჯერებენო.
ფიცი მწამს , ბოლო მაკვირვებსო.
სიცრუე საპნის ბუშტივით ცოტა ხნისააო.
მატყუარა მდიდარს მართალი ღარიბი სჯობიაო.
სიმართლე სინათლეაო.
მართალი კაცი ქვაზე მაგარიაო.

ზარმაცისთვის ყოველი დღე უქმეაო.
ზარმაც კაცს დილის ძილი ცოლის მზითევს ურჩევნიაო.
ზარმაცი კაცი სიცოცხლეს ფლანგავს მშრომელი -ხარჯავსო.
უსაქმური კაცი ღობე-ყორეს ედებოდაო.
უშრომლად კაცისთვის წუთისოფელს არაფერი მოუციაო.
მედღეხვალიე კაცსაო, თოვლი მოადგა კარსაო.
მირზა ბიბილური
დავით ნადირაშვილი
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა.
შვილს აღზრდა უნდა , გოჭს-გაზრდაო.
უჩვევს ნუ აჩვევ, ნაჩვევს ნუ აკლებო .

გიგა საბაშვილი

ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო.
ლიზი ბიბილური
ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობა.
უჭკუო თავს იქებდა, ჭკვიანი გულში იცინოდაო.
ადამიანმა წყენა უნდა დაივიწყოს, სიკეთე-არაო.
უხეირო ნათესავს კარგი მტერი სჯობიაო.

უსწავლელი კაცი უტარო ცულიაო.
უსწავლელი ქვაზე ჩამოჯდა, ქვას ქვა დაემატაო.
სწავლა სიბერემდეო.

