ჟანრი: დრამა,
გამოშვების წელი: 2017
რეჟისორი: სტივენ ჩბოსკი
ხანგრძლივობა: 113 წთ
ქვეყანა: აშშ

ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, "ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება, მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა: მას არასოდეს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - მას სახე არ აქვს. მან 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს, ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს...


















მოსწავლეების ჩანახატები ფილმის მიხედვით










ბულინგი ერთ-ერთი ყველაე მწვავე და აქტუალური პრობლემაა,რომლის შედეგიც უმეტეს წილად ადამიანის გაცნობიერებული მიზანმიმართული იზოლაციაა მსხვერპლს უნვითარდება დაბალი თვითშეფასება იგი ვერ ახერხებს თვითრიალიზაციას და სოციალიზაციას.ბულინგის თემაზე დაწერილა უამრავი წიგნი და ფილმი გადაუღიათ მათ შორის ფილმი ,,საოცრება".ფილმი მოვითხრობს პატარა ბიჭზე, რომელსაც დეფორმირებული სახე აქვს ამის გამო ბულინგის მსხვერპლია.


ბიჭი თავისი სახის დამალვას კოსმონავტის ჩაფხუტით ცდილობს.მისი საყვარელი დღესასწაული ჰელოვინია, სადაც თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად თვლის
ბიჭი მიუხედავად ჩავგრისა ცდილობს საზოგადოებას დაეხმაროს იმის გარკვევაში რა არის მათი ჩაგვრის საფუძველი რამხელა შიში და გარყვნილობა დგას მათი ქმედების უკან.


