

შევეცდები მოგაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია წყალბადის შესახებ.

რა არის წყალბადი?
წყალბადი არის ქიმიური ელემენტი. იგი გამოისახება სიმბოლოთი H. მას მიაკუთვნებენ ელემენტთა, როგორც პირველ ისე მეშვიდე ჯგუფს.


წყალბადის გავრცელება
წყალბადი არის სამყაროში ყველაზე მეტად გავრცელებული ელემენტი. იგი დიდი რაოდენობით არის ვარსკვლავებში. ის გავრცელებულია დედამიწის ქერქში.

ქიმიური თვისებები
ელემენტი წყალბადი თავისუფალ მდგომარეობაში წარმოქმნის მარტივ ნივთიერება წყალბადს. წყალბადი იწვის ჟანგბადის არეში. წყალბადი ნაერთებში ერთვალენტოვანია.

წყალბადის იზოტოპები
წყალბადი წარმოდგენილია 3 იზოტოპით.
პროტიუმი, დეიტერიუმი და ტრიტიუმი

ფიზიკური თვისებები
წყალბადი არის უსუნო, უფერო, უგემო, აირად, ძლიერ აალებადი, არამეტალი დიატომური გაზი. წყალბადი შედის წყლის შემადგენლობაში.



წყალბადის გამოყენება
წყალბადი გამოიყენება სათბობად და საწვავად. ასევე მას ხშირად იყენებენ ზოგიერთი მეტალის აღსადგენად.
