

ჩემო პატარავ,
მინდა იცოდე, რომ სამყარო მშვენიერია.
რესურსის ავტორი: სოფიო ბახსოლიანი
სსიპ ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების მასწავლებელი
2020 წელი








ჩიტუნებმა მოიყვანეს
დილა






ჩიტუნებმა მოიყვანეს დილა...
მზე ჯერ კიდევ არ ამდგარა, სძინავს...













ორი თეთრი პეპელა,
ცისკენ იწევს ფარფატით...
მზე სხივების ლაჟვარდით
ნაზ არსებებს დაჰნათის...




მწვანე მოლი, ხასხასა,
გულზე ბროლმოციმციმე,
ყოველ დილით იღვიძებს
ყვავილების სიცილზე.




















შეგიძლიათ, ტყეში ხშირად ნახოთ
ლოკოკინა ვერცხლისფერი კვალით...
უკითხავად... ეკვრის ხეებს, მორებს...
თავის ქოხის ჩაუკეტავს კარი.
ფოთლებს ცნობისმოყვარეებს ერთხელ
დაებადათ პაწაწინა ეჭვი...







-ნეტავ რისი ეშინია საწყალს...
რომ ჩქამზეც კი სახლში სწრაფად შედის?!
რას მალავსო, ჭორაობენ სხვებიც...
მარგალიტის თვალს, თუ რაღაც ახალს?!..
არასოდეს ღებულობდე სტუმარს,
ყველა ფიქრობს, ეს ნორმალურს არ ჰგავს...




