
მსოფლიოში 500 000-ზე მეტი პროფესიაა.
მოდით თქვენთნ ერთად გავიცნოთ რამდენიმე მათგანი

პროფესია ადამიანის ძირითადი საქმეა,რომლის შესწავლა განსაზღვრულ მოქმედებას მოითხოვს. ვინც კარგად იცის თავისი საქმე, ამბობენ პროფესიონალიაო.რაიმე საქმიანობას ანუ პროფესიას,რომ კარგად დაეუფლო,ამისთვის ბევრი სწავლა და შრომაა საჭირო.ცხოვრებაში წარმატებას,რომ მიაღწიო შენი პროფესია უნდა გიყვარდეს.
ყველა პროფესია საჭირო და დასაფასებელია!
გავიცნოთ ზოგიერთი პროფესიის ადამიანი :
მოდი ვითამაშოთ!
ჩვენი მეგობრები ტასო და სანდრო, სხვადასხვა პროფესიების შესახებ, პატარა მინიშნებებს
გეტყვიან. თქვენ კი უნდა გამოიცნოთ ეს პროფესიები:






მისთვის მთავარი საკუთარი საქმის ცოდნასთან ერთად, ბავშვების სიყვარულია.
იგი უმცროსკლასელებს წერა-კითხვასა და ანგარიშს ასწავლის.მოზრდილებს ისტორიას,გეოგრაფიას და სხვა საგნებს.

მასწავლებელი

ეს პროფესია უმნიშვნელოვანესია.ამ პროფესიის ადამიანები იბრძვიან ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ექიმი


იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე და ყოველთვის მზადაა დაგვეხმაროს .

ამ პროფესიის ადამიანები,ყველაზე მამაცები არიან.ისინი საგანგებო სიტუაციის დროს ადამიანებს ეხმარებიან და მათი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ.
მეხანძრე


ისინი მკაცრი რეჟიმით ცხოვრობენ და ყოველთვის მზად არიან იბრძოლონ სამშობლოსათვის.
მისი პროფესია საპასუხისმგებლო და გმირულია.ის იცავს სამშობლოს მტრისგან.

ჯარისკაცი
კიდევ უამრავი პროფესია არსებობს.ყველა მათგანი მნიშნელოვანია ადამიანისთვის. კარგია,თუ დაფიქრდები, რომელია შენთვის საინტერესო და საოცნებო პროფესია.
გახსოვდეს,რომელი პროფესიაც არ უნდა აირჩიო, თუ პასუხისმგებლობით მოეკიდები და გულმოდგინედ შეასრულებ შენს საქმეს,წარმატებული ადამიანი იქნები.
