
წიგნში მოკლედ გაეცნობით ჩვენი სამშობლოს ისტორიას, ტრადიციას, კულტურას და ჩვენს უფლება-მოვალეობებს.

საქართველო ჩვენი საერთო სახლია, რომელიც აკონტროლებს თავის საზღვარს. ის საიმედოდ არის ჩაკეტილი არასასურველი ადამიანებისთვის და ღიაა მეგობრებისთვის.


საქართველოს სახელმწიფო დროშა არის თეთრი ფერის ქსოვილზე გამოსახული ერთი სწორი ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით. თეთრი სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი სიმამაცეს.სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ფარს, რომელზეც გამოსახულია ცხენზე ამხედრებული, გველეშაპის განგმირავი მხედარი-წმინდა გიორგი.
ქართველები მსოფლიოს უძველესი წარმომავლობის ხალხია, რომლებიც განთქმულნი იყვნენ ვაჟკაცობითა და სიმამაცით. მტერი ჩვენს მიწას აოხრებდა , მაგრამ ქვეყანა ისევ შენდებოდა და დგებოდა ფეხზე.


ქვეყნის გეოგრაფიულმა მდებარეობამ და კლიმატის თავისებურებებმა საქართველოს მთასა და ბარში განსხვავებული სამოსის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.მთიანი რეგიონის ტანსაცმელი ძალიან განსხვავდებოდა ბარის ტანსაცმლისგან.


საქართველო ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობით. ქართველები სტუმრად მოსულ მტერსაც კი პატივით ხვდებოდნენ და მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.


საქართველო ღვინის სამშობლოდ მოიხსენიება. ჩვენი წინაპარი ღვინოს ისე არ დალევდა, რომ არ ეთქვა:"იმის მარჯვენას გაუმარჯოს, ვინც ეს ღვინო დაწურაო". ქართულ სუფრასთან არასდროს ყოფილა მთავარი ჭამა-სმა. ყველა ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი შესაფერისი ლექსი, სიმღერა, ანდაზა გამოეყენებინა და სადღეგრძელო გაემდიდრებინა.
მეკვლეობა ახალ წელს მეკვლის მიერ ოჯახის დალოცვას ნიშნავს. მეკვლე არის ფეხბედნიერი ადამიანი, რომელსაც ოჯახში სიხარული, ბედნიერება და ბარაქა შეაქვს.


საქართველოს ყველა კუთხეში შობის დღესასწაულზე მგალობლები თითოეულ ჭიშკართან ჩერდებოდნენ და ოჯახებს ქრისტეშობას ულოცავდნენ. მათ თან დაჰქონდათ კალათები და მოსახლეობა მათ პროდუქტებით და სხვადასხვა ნივთებით ავსებდა. შეგროვილ შესაწირს გაჭირვებულებს ურიგებდნენ.


ჩვენი ქვეყანა მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით:ისტორიული შენობებით, ულამაზესი ტაძრებით, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ნივთებით, ხელოვნების ნიმუშებით, ქართული დამწერლობით.




1.სვეტიცხოველი; 2. ჯვრის მონასტერი;
3.გელათი ; 4. ჩაჟაში (ზემო სვანეთი);


ჩვენს ქვეყანაში მრავალი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს: ქართველები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, რუსები, სომხები და სხვა. ჩვენ განსხვავებული ადათ-წესები და რელიგიები გვაქვს, მაგრამ ეს ერთმანეთის პატივისცემას ხელს არ უშლის.ჩვენ ტოლერანტები ვართ.

მიუხედავად განსხვავებული რელიგიისა, ენისა და ტრადიციებისა, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები პატივისცემას გამოხატავენ ჩვენი სამშობლოს მიმართ.საუკუნეების მანძილზე ერთად ცხოვრებამ, საერთო სახელმწიფო ენამ და სიმბოლიკამ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე საქართველოს გარშემო გააერთიანა.



ყველა ადამიანს გააჩნია თავისი უფლებები და მოვალეობები.ადამიანის უფლებები დაცული, რომ იყოს , თვითონ უნდა სურდეს და შეეძლოს უფლებების დაცვა. შენი უფლებები მაშინ არის ნამდვილი, თუ სხვა ადამიანების უფლებებს არ დაარღვევ.

ჩვენ აგრეთვე გაგვაჩნია სხვადასხვა მოვალეობები. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ბუნება.
ბუნების დაცვა სამშობლოს დაცვას ნიშნავს
იამაყე, რომ საქართველოს მოქალაქე ხარ; ისწავლე კარგად, რომ მომავალში საკუთარ თავს, ოჯახსა და სამშობლოს გამოადგე!
