ამ წიგნში გაეცნობით რა მშვენიერია დედამიწა და სულ მცირე რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ დედამიწას. დედამიწა ხომ ჩვენი სახლია.

ალბათ იცით, ეს საქართველოა. საქართველოს გარდა მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანაა.
ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული და განსხვავებული გარემოა. ყველა თავისებურად ლამაზია. ნებისმიერი ქვეყნის გარემოს კი გაფრთხილება სჭირდება.
თუ გარემო რომელიმე ქვეყანაში დაბინძურდა, ამ დაბინძურების შედეგები ჩვენამდეც მოაღწევს.
გარემოს დაბინძურება წყლისა და ჰაერის საშუალებით მოხდება.დაბინძურებული ჰაერი და წყალი კი თითოეულ ჩვენგანს დააზიანებს.
მშობლიური გარემო მუდამ მიმზიდველი რომ იყოს, ჩვენი მოვალეობაა გავუფრთხილდეთ მას:
არ დავანაგვიანოთ გარემო!
არ ვხარჯოთ უმიზნოდ სხვადასხვა რესურსი!
ზომიერად ვხარჯოთ ელექტროენერგია!
არ გავანადგუროთ ტყეები!
დასასრული
2020.
