
რესურსის ავტორი
ბაია მაჩიტიძე
ჭკვიანი ყურშა
2020







ჭკვიანი ყურშა
როგორც კი ლიზი და შოთა სკოლისკენ წასვლას დააპირებდნენ, ყურშაც მოუსვენრად იწყებდა ხოლმე სირბილს. ბავშვები კიბეს არც კი იყვნენ ჩაცილებულნი, რომ ყურშა უკვე ქუჩაში იყო და მოუთმენლად ელოდა პატარა მეგობრებს.






მიაცილებდა ყურშა ბავშვებს სკოლაში და მაშინვე სახლში ბრუნდებოდა, რომ ეზოსთვის ეყარაულა.
გაკვეთილების დამთავრების დროს ყურშა უკვე სკოლის კარებთან იდგა და ბავშვებს ელოდა.







ერთხელ ბავშვებმა ხუმრობით რვეულის ოთხად მოკეცილი ფურცელი კანაფით კისერზე შეაბეს და უთხრეს:
-ყურშა,ეს წერილი სკოლაში წამოგვიღეო.
სამივე გზას გაუდგა.




მალე სკოლაში მივიდნენ. როდესაც ბავშვებმა ყურშას კისერზე წერილი დაინახეს, ყიჟინა ასტეხეს.
ლიზიკომ ძაღლს ქარალდი შეხსნა. თავის ამხანაგს გადასცა და ხუმრობით უთხრა:
-აი, მარო, ყურშამ წერილი მოგიტანა.
რამდენჯერმე გაიყოლეს ბავშვებმა წერილშებმული ყურშა.






ერთხელ შოთა და ლიზი ავად გახდნენ. რამდენიმე დღეს სკოლაში ვერ წავიდნენ.







ბავშვებმა წერილი დაწერეს, ყურშას კისერზე შეაბეს დაუთხრეს:
-წადი, ყურშა, სკოლაში და ეს წერილი ამხანაგებს მიუტანეო.








ბავშვებს არ ეგონათ, თუ ყურშა ამ დავალებას შეასრულებდა,მაგრამ ,დახეთ მათ სიხარულს, როდესაც რამდენიმე ხნის შემდეგ აქაქანებული ყურშა ოთახში შემოვიდა და ბავშვებს ამხანაგების პასუხი მოუტანა.
იაკობ გოგებაშვილი
