წიგნში განხილულია:
დედამიწის წარმოშობა და ასაკი
ადამიანის გავლენა დედამიწაზე
დედამიწის დღის დაარსება

დედამიწა მზის სისტემის პლანეტაა, რომელიც დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა კოსმოსური მტვრისა და აირებისგან.
ის ერთადერთი პლანეტაა, სადაც ცოცხალი ორგანიზმები ცხოვრობენ.

დედამიწის არსებობის განმავლობაში მისი ბუნება მუდმივად იცვლება: მრავალი ორგანიზმი გადაშენდა, გაჩნდა ახალი მცენარეები და ცხოველები, ზოგიერთი უძველესი არსება კი დღემდე არსებობს. ადამიანის გაჩენამ კი დედამიწა უფრო მეტად შეცვალა

ადამიანებმა თავიანთი სარგებელისთვის გაჩეხეს ტყეები, ააშენეს ფაბრიკა-ქარხნები, განვითარდა ტექნიკა, ამ ყველაფერმა კი გამოიწვია წყლისა და ჰაერის დაბინძურება, რაც საფრთხეს უქმნის დედამიწას

1970 წლიდან ყოველ 22 აპრილს აღინიშნება დედამიწის დღე.
22 აპრილი დედამიწის დღედ გარემოსდამცველმა სენატორმა გეილორდ ნელსონმა დააარსა.
დედამიწის დღე მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს 176 ქვეყნის 17000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს


საქართველოს მწვანეთა ორგანიზაციის ინიციატივით, ჩვენს ქვეყანაში დედამიწის დღე პირველად 1990წელს აღინიშნა და მას შემდეგ ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება.


დედამიწა ჩვენი სახლია,
გავუფრთხილდეთ მას

