რესურსის ავტორი
ბაია მაჩიტიძე

რესურსის ავტორი
ბაია მაჩიტიძე
დონალდ ბისეტის მიხედვით,
თარგმანა რევაზ ინანიშვილმა
პატარა და დიდი ტალღა


პატარა და დიდი ტალღა
ერთ ოკეანეში დიდი ტალღის გვერდით პატარა ტალღა ცხოვრობდა. პატარა ტალღას ძალიან უყვარდა დიდი ტალღა და სულ მასავით იქცეოდა.





წამოიქოჩრებოდა დიდი ტალღა, მიეხლებოდა ნაპირს და მზის გულზე წამოწოლილ დამსვენებლებს თავიდან ბოლომდე დაასველებდა.



გამოექანებოდა პატარა ტალღა,შეეშხეფებოდა ნაპირს და მზის გულზე წამოწოლილ დამსვენებლებს გაწუწავდა.

ერთხელ იცით, რა მოხდა?დიდმა ტალღამ დაიჩემა, მთის იქით უნდა გადავხტეო. გამოექანა, უფრო დიდ ზვირთად იქცა და მართლაც გადახტა.


დაღონდა პატარა ტალღა,, მე მთის იქით ვერ გადავხტები და მეგობრის გარეშე რაღა მეშველებაო.

ხან აქეთ ეცა, ხან იქით.ბოლოს პატარა არხი იპოვა, იმ არხში გაძვრა და შეუერთდა მეგობარს.ასე გაჩნდა ტბა იმ მთის იქით.
