ეს წიგნი არის წყალბადის შესახებ.
-რა არის წყალბადი
-წყალბადის აგებულება
-წყალბადის აღმოჩენა
-წყალბადის ქიმიური თვისებები
-წყალბადის გამოყენება

წყალბადი ბუნებაში
წყალბადი კოსმოსური ელემენტია. ის მზის მასის 50%-ს შეადგენს და ასევე ვარსკვლავების და ვარსკვლავთშორისი სივრცის ძირითადი შემადგენელი აირია. მიმდინარე ქიმიურ პროცესებში, წყალბადის როლი დედამიწაზე ისეთივე მნიშვმნელოვანია როგორც ჟანგბადის.
ბუნებაში წყალბადის ატომთა რაოდენობა სხვა გავრცელებულ ელემენტთა ატომების რაოდენობასთან შედარებით კი 17%-ს შეადგენს, რაც მას აქცევს ჟანგბადის შემდეგ (52%) ყველაზე გავრცელებულ მეორე ელემენტად ატომების რაოდენობის მიხედვით.

დედამიწაზე წყალბადი მხოლოდ ნაერთების სახით გვხვდება.
წყალბადის გამოჩენა შესაძლებელია ვულკანის ამოფრქვევისას ან ჭაბურღილის მიდამოებში, რის შემდეგაც ის მიემართება დედამიწიდან დაახლოებით 100 კმ-ის სიმაღლეზე.
ატმოსფერო წყალბადს მარტივი ნივთიერების სახით მცირე რაოდენობით შეიცავს (0,00005%). წყალბადს შეიცავს ორგანული ნაერთებიც და ის ასევე წყლის ძირითადი ნაერთია.


წყალბადის აღმოჩენა

ჰენრი კავენდიში
წყალბადი პირველად წარმოქმნილი იყო რობერტ ბოილის მიერ 1671 წელს, როდესაც ის ექსპერიმენტს ატარებდა რკინაზე და მჟავაზე, მაგრამ როგორც ელემენტი ის აღმოჩენილი იყო ჰენრი კავენდიშის მიერ 1766 წელს. თუმცა ჰენრი კავენდიშმა მაინც ვერ შეძლო სწორი დასკვნების გამოტანა, რადგან ის მეცნიერი ფლოგისტონის თეორიის მიმდევარი იყო.
1783 წელს წყლის შედგენილობა დაადგინეს მეცნიერებმა ანტუან ლავუაზიემ და ჟან მენიემ, რის შედეგადაც 1787 წელს ანტუანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წყალბადი ელემენტი იყო. ამის შედეგად დაინგრა ფლოგისტონის თეორიაც.
წყალბადის აგებულება
წყალბადი პერიოდული სისტემის
პირველი ელემენტია.
ქიმიური სიმბოლო: H
ატომური ნომერი:Z=1
დედამიწაზე მასური წილით გავრცელების მიხედვით წყალბადი მეათე ელემენტია.
წყალბადი არის უფერო , უსუნო. თავისი აგრეგატული მდგომარეობა არის აირადი.
წყალბადი ნაერთებში ერთვალენტიანია. ის ნაერთებს წარმოქმნის ქიმიური ელემენტების უმრავლესობასთან, სადაც გამონაკლისი ინტერტული აირები და ზოგიერთი მეტალია.

წყალბადის ქიმიური თვისებები
წყალბადი მდგრადი ნივთიერებაა. ის ჟანგბადის არეში იწვის.
არამეტალებიდან ჩვეულებრივ პირობებში მხოლოდ ფთორთან შედის რეაქციაში სადაც ფთორწყალბადს წარმოქმნის:
F2+H2=2HF
სხვა არამეტალებთან კი წყალბადი გახურების პირობებში ურთიერთქმედებს.
წყალბადი მეტალების უმრავლესობასთან მაღალ ტემპერატურაზე ურთიერთქმედებს, აქტიურ მეტალებთან კი გახურებისას შედის რეაქციაში, მაგ:
Ca+H2 = CaH2
წყალბადი ურთიერთქმედებს რთულ ნივდიერებებთანაც.
მაგ: შავი ფერის სპილენძის ოქსიდზე წყალბადის გატარებით, გახურების პირობებში მიიღება წითელი ფერის მეტალური სპილენძი, სადაც წყალბადი აღდგენადია:
CuO + H2 = Cu + H2O
წყალბადის გამოყენება
წყალბადს დიდი მნიშმნელობა აქვს მრეწველობაში და სოფლის მეურნეობაში.
მაგალითად წყალბადისა და აზოტის ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმენა მნიშმვნელოვანი ნაერთი ამიაკი.
წყალბადის აღმდგენი უნარი კი გამოიყენება ზოგიერთი მეტალის მისაღებად ოქსიდიდან მათი აღდგენის გზით.

ამიაკი
მას ასევე დიდი მნიშვმნელობა აქვს როგორც სათბობს. წყალბადის დაწვისას წარმოქმნილი სითბო აჭარბებს ნებისმიერი სათბობის წვის სითბოს და არსებობს ავტომობილებიც, რომელთაც შეუძლიათ წყალბადის სათბობად გამოყენება. ეს კი ძალიან მნიშვმნელოვანია რადგან წყალბადი ეკოლოგიურად სუფთა და ენერგეტიკულად ძალიან მომგებიანია.
წყალბადი ასევე გამოიყენება აგრეთვე ცხიმების ჰიდრირებისათვის და ასე შემდეგ.

ფაქტები წყალბადის შესახებ:
1.ცოცხალი ორგანიზმების შემადგენლობის 10% არის წყალბადი (წყალში,ცხიმში)
2.თხევად წყალბადს სხვა თხევად ნივთიერებებთან შედარებით ყველაზე მცირე სიმკვრივე აქვს.
3.წყალბადი ერთადერთი ელემენტია რომელსაც შეუძლია იარსებოს ნეიტრონის გარეშე.
4.წყალბადი სამყაროში ყველაზე უხვი ელემენტია
5.წყალბადი სხვა ელემენტებთან შედარებით უფრო აქტიურად წარმოქმნის ორივე , ნეგატიურ და პოზიტიურ იონებს.
ავტორი: თეკლა ბობოხიძე
