ამ წიგნში თქვენ გაეცნობით
სულხაბ- საბა- ორბელიანის იგავ-არაკს
,,დაყვედრება ტყვეობაზე უარესია"
რესურსის ავტორი
სსიპ ქ.ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების პედაგოგი
ინგა სოხაძე
2020 წ.

დაყვედრება ტყვეობაზე უარესია

ორი მეფე ერთმანეთს შეებრძოლა.



ერთმა მეორეს სძლია, დაიჭირა,საპყრობილის ორმოში ჩააგდო და მცველები დაუყენა.
გავიდა რამდენიმე დღე. ორმოსთან ფარულად მივიდა დატყვევებული მეფის ნაცნობი კაცი და მისი ამოყვანა განიზრახა. კაცმა მეფეს ჩასძახა:
-კარგი არ იქნება, რომ ამოგიყვანო და გაგაპაროო?
მეფემ ქვემოდან მადლობა მოახსენა.

მოიტანა კაცმა თოკი და ამოიყვანა მეფე. ახლა უთხრა: -კარგი არა ვქენი, რომ ამოგიყვანეო? მეფემ კვლავ გადაუხადა გულითადი მადლობა სიკეთისათვის. ცოტა ხნის შემდეგ კაცმა კვლავ ჰკითხა: -ხომ კარგი ვქენი, რომ ორმოდან ამოგიყვანეო?
ეწყინა მეფეს და დაიძახა ,, მცველი არავინა ხართ ამ კაცმა გამაპარაო.

მოვციცდნენ დარაჯები,დაიჭირეს ორივე და მეფეს ჰკითხეს:
-რად გაამჟღავენე რაც მოხდა და რატომ არ გაიპარეო?




მეფემ მათ უთხრა:
-ამ კაცმა, ვიდრე ამომიყვანდა და გამაპარებდა, დაყვედრებით ამავსო, სანამ შინ მივაღწევდი, კიდეც დამახრჩობდა და აქ ყოფნა ვარჩიეო.
