ამ წიგნში გაეცნობით იროდიონ ევდოშვილის მოთხრობას
,,უბედური ქორბუდა"
რესურსის ავტორი
სსიპ.ქ.ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების პედაგოგი
ინგა სოხაძე
2020 წ.


წავიდეთ, გავშორდეთ ამ ქედებსა და ტყეს, თორემ ვიცი არც ერთი არ გადავურჩებით ამ ზამთარს! - მირჩევდა ჩემი მეგობარი, ჩემი განუყრელი ამხანაგი ქორბუდა. ეს სახელი მას ირმებმა დიდი რქების გამო შეარქვეს.
მირჩევდა და მართალიც იყო. საშინელი ზამთარი დაგვიდგა. ისეთი დიდი თოვლი მოვიდა რომ, მთლად დაფარა ჯაგები, ჩირგვები. დიდრონ ხეებს ნახევრად ასწვდა. ზოგი მათგანი ისე დაიტვირთა ზევიდან, რომ მოხუცივით წელში მოიხარა, ზოგი თოვლზე წამოიქცა.
აღარსად ჩანდა გზა და კვალი. არ გაირჩეოდა სად იყო ნაპრალი, სად იყო კლდე და ღრე. სიცივისაგან ყვავიც კი ვეღარ აღებდა პირს, რომ დაეჩხავლა. საჭმელიც მთლად გამოილია. მთაში აღარ გვედგომებოდა.

ერთ საღამოს ქორბუდამ, რქები მხრებზე გადაიწყო შემომხედა და გაიშვირა წინ ცხვირი:-იქით,იქით გავწიოთ ბარისაკენ.



ის წინ მიდიოდა, მე უკან მივდევდი. მთვარიანი ღამე იყო. მთის შემდეგ ბარის ჰავა, გაზაფხულად გვეჩვენა.

ჭალაში გულიანად ვისაუზმეთ და წყლით გული ვიჯერეთ.
დასასვენებლად წამოვწექით და ისე მივეთბუნეთ ერთმანეთს. მაგრამ ვაი რომ დიდხანს არ გაგრძელდა ჩვენი ბედნიერება.





-ჰამ, ჰამ, ჰამ მოგვესმა უცებ ძაღლის ყეფა.
-ირმის კვალია, ირმისა!-მოისმა ხმები.
-მტერია, თავს ვუშველოთ!- მანიშნა ქორბუდამ.


რქები მხრებზე გადაიწყო და ისე მიარღვევდა ხშირ, აყრილ ჭალას. მე უკან მივდევდი.








ამ დროს იგრიალა თოფმა და ქორბუდა, მოსხლეტილი ოთხივე ფეხით, დაეცა ძირს, მხოლოდ ერთიღა შემომხედა გამწარებულმა.
,,მშვიდობით, მშვიდობით"-მეუბნებოდნენ მისი თვალები.
,, იმ ბოროტებმა, დეე მეც მომკლან-მეთქი " ვამბობდი გამწარებული გულში და თვალებიდან ცრემლები წვიმასავით წამომივიდა.




მშვიდობით ჩემო უბედური ქორბუდავ!
ახლა დავდივარ, დავხეტიალობ მარტოდმარტო მთა-ბარად: ჩემი სიცოცხლე რაღა სიცოცხლეა!
დავდივარ დაობლებული და ყოველ წუთს თვალწინ მიდგას, ჭალის პირას მონადირის მიერ, ტყვიით განგმირული ქორბუდა.
