ქ.ქუთაისის N-33 საჯარო სკოლა
3ა კლასი


მოგესალმებით
ჟირაფი ხმელეთზე მობინადრე ძუძუმწოვარია.აერთიანებს 2გვარს და 2 სახეობას:ჩვეულებრივ ჟირაფს და ოკაპს.სიმაღლე 5-6მ,მასა 550-1800კგ-ს აღწევს.აქვს მოკლე სხეული,გრძელი მაღალი კისერი,პატარა თავი,დიდი თვალები,მოკლე და ვიწრო ყურები,პატარა რქები.გავრცელებულია აფრიკაში,ბინადრობს სავანებში.აქტიურია დღისით.იკვებება აკაციის ფოთლებით და ტოტებით.აქვს კარგი მხედველობა და სმენა.ჟირაფის რაოდენობა ძალზე შემცირებულია,ზოგან სრულად განადგურებული.
სელაპი წყალში მობინადრე ძუძუმწოვარია.ნამდვილ სელაპებს ყურის ნიჟარები არ გააჩნიათ,მათი ორივე წყვილი კიდური გარდაქმნილია ფარფლებად და ბრჭყალებით ბოლოვდება.უკანა ფარფლები უკნისკენაა მიმართული და წყალში სამოძრაო აპარატს წარმოადგენს.გავრცელებულია პოლარული წრის განედებში.ყურებიან სელაპებს ყურის პატარა ნიჟარები აქვთ.იკვებებიან:თევზით,თავფეხიანი მოლუსკებით და კიბოსნაირებით.
ღამურა ერთადერთი ძუძუმწოვარი ცხოველია,რომელსაც სრულყოფილი ფრენა შეუძლია.მათი სხეულის სიგრძე 35-103სმ. აღწევს.აქვთ კარგად განვითარებული ყურსარქველი,შედარებით ფართო ფრთები.ბინადრობს როგორც ტყეში,ისე გაშლილ ადგილებში.დღისით თავს აფარებს მღვიმეებს,ხის ფუღუროებს,შენობებს და სხვა.სანადიროდ გამოდის შებინდებამდე.იკვებება მწერებით.შობს 1-2,ზოგჯერ 3 ნაშიერს.გვარში გაერთიანებულია 116 სახეობა,საქართველო ში გვხვდება შვიდი სახეობა.
