
არსებობს ქიმიური რეაქციის ოთხი ტიპი ესენია:
შეერთების
დაშლის
მიმოცვლის
ჩანაცვლების

შეერთების რიაქცია რეაქცია, რომლის დროსაც ორი ან მეტი ნივთიერების ურთიერთქმედებით მიიღება ერთი ახალი ნივთიერება , შეერთების რეაქცია ეწოდება.

შეერთების რეაქცია
A+b=C (სქემა)
Fe+S=FeS

დაშლის რეაქცია
რეაქცია რომლის დროს ერთი ნივთიერებისგან წარმოიქმნება რამოდენიმე ახალი ნივთიერება, დაშლის რეაქცია ქვია.

დაშლის რეაქცია
C=A+B (სქემა)
2H2O=2H2+O2

ჩანაცვლების რეაქცია
რეაქციას მარტივსა და რთულ ნივთიერებას შორის, რომლის დროსაც მარტივი ნივთიერების ატომები ჩაენაცვლება რთული ნივთიერების შემადგენელი ერთ-ერთი ელემენტის ატომებს, ჩანაცვლების რეაქცია ეწოდება

ჩანაცვლების რეაქცია
A+bC=AC+b (სქემა)
Fe+CUSO4=FeSO4+CU

მიმოცვლის რეაქცია
ამგვარად , ჩანაცვლების რეაქცია მიმდინარეობს მარტივსა და რთულ ნივთიერებას შორის და რეაქციის შედეგად მარტივი ნივთიერება და რთული ნივთიერება მიიღება.მიმოცვლის რეაქცია კი მიმდინარეობს რთულ ნივთიერებების შორის, რომლებიც მიმოიცვლება შემადგენელი ნაწილებით და რეაქციის შედეგად მიიღება ორი რთული ნივთიერება.
მიმოცვლის რეაქცია
AB+CD=CB+AD(სქემა)
H2SO4+Cu(OH)=CuSO4+2H2O

