
ამ წიგნში იხილავთ სხვადასხვა სახის სასუნთქი სისტემის დაავადებებს.
იმედია მოგეწონებათ.

სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებები მსოფლიო ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ეს მოსახლეობის დროებითი შრომისუუნარობის ყველაზე ხშირი მიზეზია და რიგ შემთხვევებში სიცოცხლისთვის საშიშია.

ასპერგილოზი
დაავადება, რომელსაც იწვევს ასპერგილის სახეობის სოკო ფილტვ-ბრონქის სისტემაში ხშირი ლოკალიზაციით.
დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, მაგრამ ხშირად აღინიშნება სხვადასხვა სიმპტომები.
დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება მიკროსკოპული და ჰისტოლოგიური კვლევა.


ბრონქული ასთმა
ბრონქული ასთმა არის სასუნთქი გზების დაზიანებით მიმდინარე ქრონიკული დაავადება. ხასიათდება ბრონქების შეცვლილი რეაქტიულობით. დაავადების აუცილებელი ნიშანია: ხუთვითი შეტევა და ასთმური სტატუსი.


დიაგნოზი: დაავადების დადგენა ხდება სისხლში და განსაკუთრებით, ნახველში ეოზინოფილიით, დაწვრილებითი ანამნეზიით, ალერგიული და იმუნოგლობულინების გამოკვლევით.
მკურნალობა: ინიშნება ელიმინაციური თერაპია.



მწვავე ბრონქიტი
მწვავე ბრონქიტი არის ბრონქების ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება. გამომწვევი შესაძლებელია იყოს პნევმოკოკი, სტრეპტოკოკი და სხვა. დასაწყისში აღინიშნება ტემოერატურის მომატება, მშრალი ხველა და ზოგადი მდგომარეობის მცირედი დარღვევა.


დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზიის მონაცემებს, კლინიკურ სიმპტომებსა და სუნთქვის უკმარისობის არ არსებობას.
მკურნალობა: წოლითი რეჟიმი, შენობის კარგად განიავება, თბილი სითხეები და სითბური პროცედურები.
ბრონქიოლიტი


ბრონქიოლიტი არის ბრონქიოლების მწვავე ანთება. გამომწვევია ჩვეულებრივ ვირუსები ან ვირუსულ-ბაქტერიული ინფექციები.
დაავადების დასაწყისი მწვავეა. დამახასიათებელია სუნთქვის შესუსტება, ცხელება და გამოხატული ქოშინი.


დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა: ანტიბიოტიკების პარენტერალური შეყვანა მწვავე პნევმონიის მკურნალობის პრინციპით. აუცილებლობის შემთხვევაში ინტენსიური თერაპია რეანიმაციულ განყოფილებაში.

ფილტვის ინფარქტი
ფილტვის ინფარქტი ვითარდება ფილტვის არტერიის თრომბით დახშობის შედეგად. განისაზღვრება გულისა და ფილტვების პათოლოგიით. ყველაზე ხშირი ნიშნებია: უეცრად განვითარებული ქოშინი, ტკივილი გულ-მკერდში, კანის სიფერმკრთალე, იშვიათად ციანოზი და ტაქიკარდია.


დიაგნოზის დასადგენად საჭიროა რენტგენოლოგიური გამოკვლევები. დაავადების პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. მას უნდა გაუკეთდეს ფიბრინოლიზური საშუალებები ანტიბიოტიკებთან ერთად. შემდეგ, მკურნალობა გრძელდება პნევმონიის დროს მიღებული თერაპიის მსგავსად.
ფილტვების კანდიდოზი
ფილტვების კანდიდოზი არის ბრონქებისა და ფილტვების დაზიანება, გამოწვეული კანდიდა სახეობის დაფუარისებრი სოკოებით.
სიმპტომები: ცხელება, ქოშინი, ხველა და სხვა.
დიაგნოზის დასტურდება შარდში სოკოების ზრდით.




ფილტვების ბაროტრავმის დროს ხდება სისხლძარღვოვან კალაპოტში აიროვანი ბუშტუკების მოხვედრა. დაავადების დიაგნოზი ისმება კლინიკური სურათის საფუძველზე. მკურნალობა: სამკურნალო რეკომპრესია.
ფილტვების ბაროტრავმა
