წიგნი მოგვითხრობს ოქროსფერ თმიანი გოგონას ისტორიას.
ანა თურმანიძე

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. მრავალი წლის წინ არსებობდა სამეფო, სადაც სულ ლხინი იყო. თუმცა მეფე-დედოფალს არ ჰყავდათ შვილი, რაც მათ ძალიან ამწუხრებდათ.

საბედნიეროდ, რამოდენიმე წელში მათ შეეძინათ ულამაზესი, ოქროსფერთმიანი გოგონა, რომელსაც რაპუნცელი დაარქვეს. თუმცა მეფე-დედოფლის შვილი მოიტაცა დედაბერმა. მშობლებმა კი მის კვალს ვერ მიაგნეს.

დედაბერმა რაპუნცელი დიდ კოშკში გამოკეტა, მოატყუა, რომ ის იყო დედამისი. გარეთ არ უშვებდა, მხოლოდ თვითონ გადიოდა გარეთ და როდესაც შინ ბრუნდებოდა, რაპუნცელის თმების საშუალებით ადიოდა კოშკში.

ასე გადიოდა წლები. ერთ დღესაც, როდესაც დედაბერი წასული იყო, კოშკს მიაგნო ერთმა ბიჭმა თავის ცხენთან ერთად. ის დაინტერესდა თუ რა ხდებოდა კოშკში. მან გაიგონა სიტყვები, რის შემდეგაც რაპუნცელი თმებს უშვებდა. მეორე დღეს მან გაიმეორე იგივე და ზემოთ ავიდა.

რაპუნცელმა ბიჭი თავისივე თმებით დააბა, ტაფით კი გონება დააკარგვინა. როდესაც ბიჭმა გამოიფხიზლა გაეცნო რაპუნცელს, უამბო ამბები სამეფოზე, რის შემდეგაც გოგონა მიხვდა, რომ დედაბერი მას ატყუებდა და გადაწყვიტა ფლინთან ერთად წასვლა.


რაპუნცელსა და ფლინს გზაზე უამრავი თავგადასავალი გადახდათ,
თუმცა მათ მოახერხეს
თავის დაღწევა და მივიდნენ
სამეფოში, სადაც ყველაფერი
ყვავილებით იყო მორთული.
იქ ყველა ცეკვავდა,
მღეროდა
და ერთობოდა.
რაპუნცელი მალევე შეხვდა მეფე-დედოფალს. მათ ძალიან მოეწონათ გოგონა. რაპუნცელს მათთან ყოფნის დროს გაახსენდა თავისი ბავშვობა სასახლეში გატარებული თავის მშობლებთან ერთად.

რაპუნცელმა ასევე აღმოაჩინა, რომ მთელ სამეფოში უშვებდნენ ფრანებს ამ სამეფოს პატარა პრინცესის დაბადების დღეზე, რომელიც რაპუნცელის დაბადების დღეს ემთხვევა. სწორედ ამის შემდეგ რაპუნცელი დაბრუნდა სასახლეში, როგორც ამ სამეფოს პრინცესა და განაგრძო ცხოვრება მშობლებლებთან ერთად.

მალევე რაპუნცელი და ფლინი დაქორწინდნენ და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

ჭირი იქა,
ლხინი აქა,
ქატო იქა,
ფქვილი აქა.
