ანდროკლე და ლომი (ახალი თავგადასავალი)
ქ.ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მე-4 გ კლასის მოსწავლე ნიკოლოზ გურეშიძე.



ანდროკლემ გადაწყვიტა ქალაქის მახლობლად აეშენებინა სახლი და იქ ეცხოვრა თავის მეგობარ ლომთან ერთად....



როგორი მეგობრები არიან!
ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ სანამ ბოროტ მეზობელს არ შეშურდა მათი და მზაკვრულმა აზრმა არ გაუელვა თავში.




მან დააძინა რაღაცა წამლით ანდროკლე და ლომი.ლომი გალიაში ჩასვა და მივარდნილ ტყეში დატოვა ფეხებშეკრული.ბოროტ მეზობელს უნდოდა დაეშორებინა ერთგული მეგობრები ერთმანეთს.
ვეღარასდროს ნახავ შენს ანდროკლეს!




ანდროკლე მიუხვდა ბოროტ მეზობელს ჩანაფიქრს და სასწრაფოდ გაემართა ერთგული მეგობრის მოსაძებნად.უფალს ძალა შესთხოვა და გაუდგა გზას.
მე მოგძებნი მეგობარო!მოვდივარ!





დაღლილს ჩაეძინა,რომელიც ხმაურმა გამოაღვიძა.იაგუარი ეპარებოდა დასაგლეჯად.გაქცევას აზრი არ ჰქონდა და შებრძოლება სცადა.







ანდროკლემ უცებ ტყიდან მეორე ნადირი შენიშნა,რომელმაც ბრძოლაში გამოიწვია იაგუარი.უმალ შეიცნო თავისი მეგობარი ლომი,რომელიც გაშმაგებული ცდილობდა მის გადარჩენას.ლომმა იაგუარი ისე შეაშინა უკანვე ტყისაკენ გააქცია.


გახარებული მეგობრები გადაეხვიენ ერთმანეთს და ერთად,კვლავ,შინისაკენ გაეშურნენ.მათმა მეგობრობამ ისევ გაიმარჯვა.
შინ წავიდეთ მეგობარო!ვეღარაფერი დაგვაშორებს!
დასასრული
