ვინ მოთვლის,რამდენნაირი ცხოველი ბინადრობს დედამიწის ზურგზე.მათგან უმეტესობა ხმელეთზე ცხოვრობს,ნაწილი ზღვასა და მტკნარ წყლებში ბინადრობს.აი ზოგიერთი ცხოველის მრავალეროვანი და საინტერესო ცხოვრება მინდა გაგაცნოთ.

გიგანტურ ძუძუმწოვრებს შორის ყურადღებას იქცევს ბეჰემოთი.მას აქვს უზარმაზარი თავი,მოკლე ყურები,პატარა თვალები.

ბეჰემოთი
ბეჰემოთის სხეული ტიტველია.მხოლოდ დინგზე და კუდზე აქვს გრძელი და მკვრივი ჯაგარი.ბეჰემოთი გამოყოფს დიდი რაოდენობით ოფლს,რომელიც წითელი ფერისაა.როდესაც ოფლი სდის გეგონება,თითქოს სისხლის ღვარი ჩამოსდის.ის ბინადრობს მდინარეთა სანაპიროებზე.სიცოცხლის დიდ ნაწილს წყალში ატარებს.
ზღვის ცხენთევზა გარეგნულად წააგავს ცხენს,ამის გამო მას ,,ჰიპოკამპუსი" დაარქვეს,რომელიც ბერძნული მითების მიხედვით ზღვის ცხენი იყო მას ჰქონდა თევზის კუდი და ცხენის წინა ფეხები.
ზღვის ცხენთევზა
ცხენთევზა გავრცელებულია მრავალ ზღვაში.მოიპოვება საქართველოს სანაპიროებთანაც.

ცხენთევზას მუცლის მხარეზე აქვს ნაოჭი ანუ ჩანთა.იგი ამ ჩანთაში ათავსებს დედლის მიერ დაყრილ კვერცხებს.იჩეკებიან და ვითარდებიან.მერე გამოდიან ჩანთიდან და იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას.
ლემური კატის სამშობლოა მადაგასკარი,სადაც უღრან ტყეებში ცხოვრობს და მეტ დროს ხეზე ატარებს.
ლემური კატა

მისი კუდი თეთრი და შავი ზოლებითაა მოხატული,სხეულის შეფერილობა მორუხოა და ზედ ოდნავ წითური ელფერი გადაჰკრავს,მუცლის მხარე,სახე და ყურები თეთრი აქვს,თვალები კი გარშემოვლებულია შავი არშიით.
ყველა თითზე აქვს ბრჭყალები,რომლითაც ადვილად ებყაუჭება ხის ტოტს,ის იკვებება ხის ტოტებით,ნორჩი ყლორტებით,მწერებით,ობობებით და სხვა პატარა ცხოველებით.
ლემური კატის ყვირილი ძალიან გავს კატის გაანჩხლებულ ჩხავილს
სიტყვა,,ლემური'' ნიშნავს მოჩვენებას,ამიტომ მითების მიხედვით მას ავ სულს ადარებდნენ.
