ავტ:მარიამ ავალიანი.
ამ წიგნში მოთხრობილია ანდროკლეს და ლომის მოგზაურობის შესახებ.

,,ანდროკლეს და ლომის" ამბავი მთელ მსოფლიოს მოედო. ხალხმა ისინი შეიყვარა. ერთხელაც ანდროკლემ გადაწყვიტა ემოგზაურათ დედამიწის გარშემო.
უამრავი ლამაზი ადგილი მოინახულეს. ერთხელაც ისინი აღმოჩნდნენ ეგვიპტეში. მათი ყურადღება მიიპყრო უძველესმა პირამიდებმა. აქ ანდროკლემ გაიცნო ერთი ბედუინი, რომელიც უდაბნოში ცხოვრობდა. მას ზღვა არ ენახა და მათთან ერთად გამგზავრება გადაწყვიტა.
გზა განაგრძეს და უზარმაზარ ოკეანეში აღმოჩნდნენ. გემის მეშვეობით ისინი გადავიდნენ ამერიკის კონტინენტზე. დაათვალიერეს ყველაფერი, მოეწონათ, მაგრამ გადაწყვიტეს გზის გაგრძელება.ბედუინმა კი გადაწყვიტა იქ დარჩენა, დაემშვიდობა მეგობრებს და გზა დაულოცა.
ამერიკიდან კვლავ გემით იმოგზაურეს და აღმოაჩინეს ჩინეთი . იქ კი ნახეს ჩინეთის დიდი კედელი. ირგვლივ გასაოცარი სილამაზე იშლებოდა.
ყველაფერი ძალიან მოეწონათ, რაც კი აქამდე ენახათ. მათთვის ახალი და უჩვეულო იყო მთელი მსოფლიო, მაგრამ განსაკუთრებით მოეწონათ ერთი ქვეყანა, რომელსაც საქართველო ერქვა.თვალი მოსჭრათ მისმა სილამაზემ, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
იმდენად მოეწონათ საქართველო გადაწყვიტეს იქ დარჩენილიყვნენ და ცხოვრება გაეგრძელებინათ. ბინა დაიდეს ულამაზეს მთებში და ცხოვრობდნენ ტკბილად სიცოცხლის ბოლომდე.
