ჰანს ქრისტიან ანდერსენის ეს წიგნი პატარა მეგობრების–კაის და გერდას ამბავს გიამბობთ.წავიკითხოთ ერთგული გერდას თავგადასავალი,რომელმაც რამდენი რამ გამოიარა თავისი ძმობილის საპოვნელად და გვანახა როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობარი.
33 საჯარო სკოლა
3ა კლასი
ლილე იმერლიშვილი


დიდი ხნის წინათ,თოვლისა და ყინულის ქვეყანაში ერთი ავსული ჯადოქარი ცხოვრობდა.ერთხელ მან ჯადოსნური სარკე გააკეთა,რომელიც ყველაფერს ამახინჯებდა.ის ამ სარკით უყურებდა სამყაროს
დიდი ხნის წინათ, თოვლისა და ყინულის ქვეყანაში ერთი ავსული ჯადოქარი ცხოვრობდა. მას ჯადოსნური სარკე ჰქონდა,რომელიც ყველაფერს ამახინჯებდა

ავსული ამ სარკით უყურებდა ქვეყანას და თავს ირთობდა.მაგრამ ერთ დღეს სარკე გატყდა და ნამსხვრევები მთელ დედამიწაზე მიმოიფანტა.
სარკის ერთი ნამცეცი ბიჭუნას, სახელად კაის ჩაუვარდა თვალში და გულამდე გაიკვლია გზა.

კაის მეგობარი გოგონა ჰყავდა.გერდა,რომელიც ისე უყვარდა,საკუთარ თავს ერჩივნა.ისინი გვერდიგვერდ სახლებში ცხოვრობდნენ და მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ.მაგრამ გრძნეული სარკის ნამცეცმა კაის გუნება შეუცვალა,ბოროტი და ბრაზიანი გახადა.

ერთ ღამეს დიდი თოვლი მოვიდა.მეორე დილით კაიმ ციგა აიღო და მოედანზე წავიდა.განცალკევებით ,თეთრი მარხილი დაინახა,რომელშიც თოვლის დედოფალი იჯდა.მან ჩაიბა მარხილზე კაის ციგა და მას წამში დაავიწყდა გერდაც,ბებიაც და სახლიც და წაყვა თოვლის დედოფალს.

გაზაფხულზე გერდამ გადაწყვიტა,თვითონ წასულიყო მეგობრის საძებნელად.თავისი ახალი ლამაზი, წითელი ფეხსაცმელები მდინარეს შესწირა და სთხოვა, კაის სამყოფელთან მიმიყვანეო.მაგრამ მდინარემ ფეხსაცმელები უკან გამორიყა.გერდა ჩაჯდა ნავში და გაცურდა.
მიადგა აყვავებულ ხეებში ჩაფლულ სახლს.სახლში ერთი მოხუცი მარტოხელა ქალი ცხოვრობდა. და გადაწყვიტა ჯადო გაეკეთებინა და გერდა თავისთან დაეტოვებინა.გერდას წარსული აღარ ახსოვდა და მშვიდად და მხიარულად თამაშობდა


ერთ დღეს ბაღში ვარდები აყვავდა.გერდამ თვალი მოჰკრა თუ არა აყვავებულ კოკრებს, მაშინვე მეგობარი გაახსენდა და კვლავ მის საძებნელად გაეშურა.

გზაში ერთი ყვავი გაიცნო,რომელმაც სასახლეში მიიყვანა.იქ მეფის ასულმა,რომ მოისმინა გერდას თავგადასავალი,შეებრალა გოგონა და ოქროს ეტლი უბოძა,რათა დაკარგული მეგობრის ძებნა გაადვილებოდა.

გერდამ დიდი მადლობა გადაუხადა მასპინძლებს, გამოემშვიდობა და ეტლით გაუდგა გზას.მალე ეტლი ერთ უღრან ტყეში შევიდა,სადაც ყაჩაღებს ბუნაგი მოეწყო.ყაჩაღებმა მოკვლა დაუპირეს გერდას,მაგრამ მეთაურის შვილმა,გერდას ტოლმა გოგონამ მათ უთხრა:არ მოკლათ,ერთად ვითამაშებთო.

გერდამ მოუყვა თავისი თავგადასავალი,თუ როგორ წაიყვანა თოვლის დედოფალმა მისი მეგობარი კაი.ამ ამბავს ყური მოკრა ჩრდილოეთის ირემმა და უთხრა,ეგ თოვლის დედოფალი ლაპლანდიაში ცხოვრობსო.აცრემლებული გერდა შეეხვეწა გოგონას გაეშვა ლაპლანდიაში მეგობრის მოსაძებნად.


გულაჩუყებულ გოგონას შეებრალა ახლად შეძენილი მეგობარი,შესვა ჩრდილოეთის ირემზე და გაუშვა ლაპლანდიისკენ.ათასი ხიფათის შემდეგ ირემი და გერდა თოვლის დედოფლის სასახლეს მიადგნენ.

სასახლე ყინულისაგან იყო ნაგები.ირგვლივ სიცივე იყო.კა იკი ყინულის ნატეხებით ერთობოდა.დედოფალი დაჰპირებოდა,რომ თუკი ყინულის ნამსხვრევებით სიტყვა "მარადისობას"ააწყობ თავისუფლებას მოგანიჭებო.კაი ცდილობდა,მაგრამ სიცივით ხელები ისე გაყინვოდა,არ გამოსდიოდა.

გერდამ,რომ დაინახა კაი გაიქცა,მოეხვია და ატირდა. გერდას ცრემლები კაის გულზე დაეპკურა და შიგ ჩარჭობილი ყინულის ნამცეცი გაულღო. კაი ატირდა.ცრემლებს ყინულის ნამსხვრევი გამოჰყვა და ძველ კაიდ გადაიქცა.მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ.ყინულის ნატეხებიდან კი თვითონ აეწყო სიტყვა"მარადისობა"

მეგობრები შინ დაბრუნდნენ და მას შემდეგ ერთმანეთს აღარ მოშორებიან.მათ ბაღში მუდამ ყვაოდა ვარდი,გულში კი სიყვარული და მეგობრობა.
დასასრული
კაი და გერდა საუკეთესო მეგობრები იყვნენ და ვერასოდეს იფიქრებდნენ,თუ ერთმანეთს რამე დააშორებდათ.თუმცა ბოროტი თოვლის დედოფლის წყალობით კაისა და გერდას მეგობრობას საფრთხე დაემუქრა.გერდამ გვაჩვენა მეგობრობის მაგალითი,მისმა თავგანწირვამ იხსნა კაი.
