
ამ წიგნში იხილავთ ჰალოგენების, მათი თვისებებისა და გამოყენების შესახებ ინფორმაციებს.

ჰალოგენები
ჰალოგენები ეწოდება მეშვიდე A ჯგუფის ელემენტებს: ფტორს, ქლორს, ბრომს, იოდს არამდგრად ელემენტს ასტატს და ტენესინს. "ჰალოგენი" მარილწარმომქმნელს ნიშნავს.


ჰალოგენებს შრის დასასრულებლად მხოლოდ 1 ელექტრონი აკლიათ. ისინი ძლიერი მჟანგავები არიან. ყველაზე ელექტროუარყოფითი არის ფტორი.
თავისუფალ მდგომარეობაში ჰალოგენი არსებობს ორატომიანი მოლეკულის სახით, მოლეკულაში ატომებს შორის არაპოლარული კოვალენტური ბმაა.


ჰალოგენების ფიზიკური თვისებები
ყველა ჰალოგენის კრისტალური სტრუქტურა მოლეკულურია, ამიტომ დაბალია მათი ლღობისა და დუღილის ტემპერატურა, თუმცა განსხვავებული მათი ფერი და აგრეგატული მდგომარეობა.


F2 - ღია ყვითელი აირი მძაფრი, გამაღიზიანებელი სუნით.
Cl2 - მომწვანო-მოყვითალო აირი, მძაფრი, მხუთავი სუნით.
Br2 - წითელი სითხე, მძაფრი, მომწამლავი სუნით.
I2 - აირადი იისფერი ნივთიერება, მძაფრი სუნით.
ჰალოგენების ქიმიური თვისებები
ჰალოგენები წყალბადთან და მეტალებთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნიან შესაბამისად ჰალოგენწყალბადსა და ჰალოგენიდს.


აღსანიშნავია ჰალოგენებისა და წყლის ურთიერთქმედება.
2H2O + 2F2 = 4HF + O2
Br2 + H2O = HBr + HBrO

ჰალოგენების ჩვენს ცხოვრებაში
ფტორის ნაერთებს შეიცავს ყველა ბუნებრივი წყალი და ყველა მცენარე. ელემენტი ფტორი შედის ძვლის ქსოვილში, კბილის ემალში და სისხლის შედგენილობაში.
ქლორს იყენებენ წყლის ბაქტერიული დამუშავების მიზნით.


ბრომის ნაერთებს შეიცავს ნერვული სისტემის დამამშვიდებელი საშუალებები.
იოდის, როგორც სიჭარბემ, ისე ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება.


