
ელექტრონული წიგნის ავტორი:
კელენჯერიძე თამუნა
,,მერაბ ჭოხონელიძის საავტორო
სკოლა''



იყო და არა იყო რა,იყო ერთი ბიჭი ,რომელსაც ძალიან უყვარდა სადურგლო იარაღები.




მას დაბადების დღეზე ჯადოსნური ჩაქუჩი აჩუქეს,მას თეთრი ტარი ჰქონდა და ლაპარაკი შეეძლო.ბიჭი ძალიან ზარმაცი იყო . ისე გავიდა ერთი წელი ,არაფერი გაუკეთებია.






ბიჭმა შენიშნა რომ,ჩაქუჩს თავი ყვითელი ლაქებით დაჰფარვოდა და ოხრავდა:
-ოხ! ექიმს დაუძახეთ !
მოვიდა ექიმი მაგრამ ვერაფერი უშველა.
მოვიდა მეორე ექიმიც ,მაგრამ მაინც ვერ უშველა ავადმყოფს.
მესამე ექიმმა კი თქვა:
-ამ ავადმყოფობას ,,ჟანგიუს უსაქმურიესი'' ჰქვია. მას მხოლოდ დურგალი უშველისო.






მოვიდა დურგალი,ნახა ჩაქუჩი და დაამშვიდა:
-ნუ გეშინია ახლავე განვკურნავ.
მოჰკიდა ხელი და დაიწყო ლურსმნების დაჭედება ჟაანგიც შემცირდა,მერე კი გაქრა.
დურგალმა დაარიგა:
-სიზარმაცე და უქმად ყოფნა იყო ამ ჩაქუჩის ავადმყოფობის მიზეზი. თუ ამას დაიმახსოვრებ ,ავად არასოდეს გახდება !
დურგალი-ხელოსანი,ამზადებს ხის ავეჯს.
განვკურნავ-მოვარჩენ
ლექსიკონი:
დასასრული
06.05.2020წ
