

შევეცდები გაგაცნოთ მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია ტრიგონიმეტრიის შესახებ.
იმედია მოგეწონებათ!

ტრიგონომეტრია წარმოადგენს გეომეტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელშიც შედის სხვადასხვა ფორმულები, რომლებიც ხშირად გვეხმარება გეომეტრიული ამოცანების ამოხსნაში.




ტრიგონომეტრია ფართოდ გამოიყენება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ტურიზმში, მთებისა და ეკლესიების სიმაღლეების გასაზომად. ტრიგონომეტრიული ცოდნა გვეხმარება სახლის აგებასა და მოწყობაში, მაგ: სინათლის სწორად განთავსებისათვის.


ტრიგონომეტრიული ფუნქციები ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში: მაგნიტურ რეზონანსსა და კომპიუტერულ ტომოგრაფიაში.
ტრიგონომეტრიის ძირითად ფუნქციებს იყენებენ ტექნოლოგები და ხმის ინჟინრები კომპიუტერული მუსიკის რეალიზაციისთვის.

ტრიგონომეტრია გამოიყენება ოკეანოგრაფიაში, ოკეანეების ტალღების სიმაღლის გაანგარიშებისთვის. ასევე გამოიყენება კარტოგრაფიაშიც.


ფართო გამოყენება აქვს ტრიგონომეტრიას ფიზიკასა და ასტრონომიაშიც.
შეიძლება ტრიგონომეტრიას ყოველდღიურად ვერ ვიყენებთ, მაგრამ ის ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


