
ელექტრონული წიგნის ავტორი:
კელენჯერიძე თამუნა
,,შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა''


ერთ სკოლაში პატარა ნინო სწავლობდა.ის ძალიან ლამაზი იყო,მაგრამ ამპარტავნობდა.



ნინოს განსაკუთრებით აბუჩად ჰყავდა აგდებული ელამი კატო.ამხანაგებს არ მოსწონდათ ნინოს საქციელი.
ერთხელ ყვავილი გაჩნდა.დედ-მამის დაუდევრობით ნინოს აცრილი არ ჰქონდა.შეხვდა ყვავილი და სახე დაუმახინჯდა.
ბავშვმა დაკარგა სილამაზე
რითაც ამაყობდა.


მორჩენის შემდეგ ნინოს მშობლები სკოლაში გზავნიდნენ,მაგრამ გოგონა უარზე იდგა.რცხვენოდა.ბოლოს როგორც იყო გაგზავნეს სკოლაში.

ნინოს ეშინოდა:ჩემი ამხანაგები რომ დაკენკილ სახეს დამინახავენ მასხრად ამიგდებენო.

შევიდა სკოლაში ნინო,მაგრამ დახეთ მის გაოცებას!ამხანაგები ნინოს ანუგეშებდნენ ,ყველაზე მეტად თანაუგრძნობდა კატო.

ნინოს გული ამოუჯდა სიხარულისგან და ცრემლები წასკდა.
ლექსიკონი:
ძველად-უწინ
ყვავილი-ავადმყოფობა,რომე-
ლიც კანზე ტოვებს ნაკვალევს.
აბუჩად იგდებდა-დასცინოდა.
ამპარტავნობდა-უკადრისობდა
დავიმახსოვროთ:
კარგი ამხანაგობა ,კარგი
ძმობის დარიაო.
,,სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევასა,
სულგრძელობითა ძლევა სჯობს,
ბოროტებითა ძლევასა''.
გმადლობთ ყურადღებისთვის!
დასასრული!!!
10.05.2020წ.
