
ამ წიგნში ჩვენ ზოგადად მიმოვიხილავთ VI A ჯგუფის ელემენტებს, მათ მნიშვნელობას და გამოყენებას.

VI ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები იგივე ჰალკოგენებია: ჟანგბადი(O), გოგირდი (S), სელენი (Se), ტელური(Te) და პოლონიუმი(Po).

ტერმინი ჰალკოგენები წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან რაც ნიშნავს "მადნის შემქმნელს"
ყველა ეს ელემენტი შეიცავს ექვს ვალენტურ ელექტრონს.
ამ ჯგუფის ელემენტები ატომური რიცხვის მატებასთან ერთად მეტალის ხასიათს იძენენ.


ამ ჯფუფის ელემენტების ფიზიკური თვისებები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ჟანგბადი
უფერო უსუნო აირია
აღინიშნება სიმბოლოთი - O
ატომური ნომერი - 8



გამოიყენება მედიცინაში, ქიმიურ მრეწველობაში.
გოგირდი
ყვითელი მყიფე კრისტალური ნივთიერებაა
აღინიშნება -S
ატომური ნომერია -16



გოგირდი გამოიყენება სოფლის მეურნეობაში მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლაში, მედიცინაში, შავი დენთისა და ასანთის წარმოებაში.
სელენი
იშვიათი ელემენტი, ბუნებაში მცირედ მოიპოვება
აღინიშნება - Se
ატომური ნომერია-34




გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, ასევე მედიცინაში, სამკურნალო პრეპარატებში, ვიტამინებში.
ტელური
მყიფე, ტოქსიკური ნივთიერება
აღინიშნება-Te
ატომური ნომერი-52


გამოიყენება ნათურების, გადაწერადი კომპაქტ-დისკების წარმოებაში, ჰალკოგენიდური მინების წარმოებაში, ასევე დიდ როლს ასრულებს ნახევარგამტარების წარმოებაში.




პოლონიუმი
რადიოაქტიური ლითონია.
აღინიშნება -Po
ატომური ნომერია -84

გამოყენების მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს მისი გამოყენება შენადნობებში ან დამოუკიდებლად მძლავრი სითბოს წყაროში.
