
ელექტრონული წიგნის ავტორი:
კელენჯერიძე თამუნა
,,შპს მერაბ ჭოხონელიძის
საავტორო სკოლა''


ჭრელი პეპელა დაათრო
და გააბრუა იამა,
მას მიეპარა ყმაწვილი,
დაიჭირა და იამა

ალერსით უთხრა:,,პეპელა
თავს რითი ირჩენ შენაო ?
ნუთუ არა გღლის მთელი დღე
მოუსვენარი ფრენაო ?



პეპელამ უთხრა:უთხრა
ვცხოვრობ მე უზრუნველადო,
იქ ყვავილები გაშლილან
ჩემს საზრდოდ,საწუწნელადო


რაც დღე მაქვს -ტკბილად ვატარებ
ჩემს ნებაზედაც დავფრენო,
მაგრამ დღეგრძელი არა ვარ
გამიშვი ნუღარ მაცდენო


ყმაწვილმა ხელი გაუშვა
გაფრინდა ნაზი პეპელა
და თითქოს ნიშნად მადლობის
თავს ევლებოდა ნელ-ნელა

ლექსიკონი:
გააბრუა-თავბრუ დაახვია
იამა-ესიამოვნა;
უზრუნველად-უდარდელად;
დღეგრძელი არა ვარ-დიდხანს
არ ვცოცხლობ
დასასრული
30.05.2020წ.
