
ელექტრონული წიგნი ავტორი:
კელენჯერიძე თამუნა
,,შპს მერაბ ჭოხონელიძის
საავტორო სკოლა''

არსებითი სახელი
გავიხსენოთ:
საგნის აღმნიშვნელ სიტყვას არსებითი სახელი ეწოდება . მისი კითხვებია:
ვინ ? რა?
მისი ჯგუფებია:სულიერი და უსულო;საზოგადო და საკუთარი.
კონკრეტული და აბსტრაქ-
ტული;კრებითი;
მოქმედების და
ნივთიერებათა.
არსებითი სახელი იბრუნვის.
სახელის ცვლას დაბოლოების მიხედ-
ვით,ბრუნება ეწოდება.
მაგ: ბავშვი მოვიდა.
ბავშვმა დაიძახა.
ბავშვს დაუძახეს და ა.შ.
ქართულ ენაში 7 ბრუნვაა:
სახელობითი;მოთხრობითი;
მიცემითი;ნათესაობითი;
მოქმედებითი;ვითარებითი;
წოდებითი.
ყველა ბრუნვას საკუთარი ბრუნვის ნიშანი
გააჩნია:
სახელობითი-ი;
მოთხრობითი-მა ან მ;
მიცემითი-ს;
ნათესაობითი-ის;
მოქმედებითი-ით;
ვითარებითი-ად;
წოდებითი-ო ან ვ.
მაგ:
სახელობითი-ბავშვ-ი
მოთხრობითი-ბავშვ-მა
მიცემითი-ბავშვ-ს
ნათესაობითი-ბავშვ-ის
მოქმედებითი-ბავშვ-ით
ვითარებითი-ბავშვ-ად
წოდებითი-ბავშვ-ო
სიტყვის იმ ნაწილს,რომელიც
ყველა ბრუნვისთვის საერთოა
ფუძე ეწოდება.
ფუძის მიხედვით სახელი ორ-
გვარია:
ხმოვანფუძიანი და თანხმოვან-
ფუძიანი.
სახელის ფუძე,რომ ვიპოვოთ,სახელი
უნდა ჩავსვათ მოთხრობით ბრუნვაში
და ჩამოვაშოროთ ბრუნვის ნიშანი და
რაც დარჩება,ის იქნება ფუძე.
მაგ:ხე-მ; კაც-მა;
პირველ სიტყვაში,ფუძეა-ხე;
მეორე სიტყვაში-კაც;
შევასრულოთ სავარჯიშოები,პასუხები
კი შევამოწმოთ წიგნის ბოლოს:
1.ვაბრუნოთ სიტყვა:ვაშლი;
2.რომელ ბრუვაშია სიტყვები:
გოგონამ;მსხალმა;მოსწავლემ;
3.ვიპოვნოთ მოცემული სიტყვების ფუძე:
ბავშვი;სკოლა;წიგნი;
სწორი პასუხები:
სახელობითი-ვაშლ-ი;
მოთხრობითი-ვაშლ-მა;
მიცემითი-ვაშლ-ს;
ნათესაობითი-ვაშლ-ის;
მოქმედებითი-ვაშლ-ით;
ვითარებითი-ვაშლ-ად;
წოდებითი-ვაშლ-ო
2.სამივე სიტყვა არის მოთხრობითი ბრუნვა
3.ბავშვი-ფუძე-ბავშვ ;წიგნი-წიგნ;
დასასრული!
08/06/2020წ.
