
ელექტრონული წიგნის ავტორი:
კელენჯერიძე თამუნა
,,შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა''

ეს სანუკვარი ოცნებაც ახდა,
მოვრჩით მთელი წლის ნატვრას და
ლოდინს
კვლავ მომხიბლავი ზაფხული მოდის!
შარაგზებს ავსებს ხმით და ხმაურით!
და საამური ხმით და ხმაურით
სამოგზაუროდ გვიხმობენ ტყენი.
ფეხით დავივლით,ფრთებით
დავივლით,
სულ მთლად დავივლით
მშობლიურ მხარეს!
ეს სანუკვარი ოცნებაც ახდა,
მოვრჩით მთელი წლის ნატვრას და ლოდინს:
კვლავ მომხიბლავი,
კვლავ მხიარული
ზაფხული მოდის!
ლექსიკონი:
სანუკვარი-სანატრელი
მომხიბლავი-ძალიან ლამაზი
საამური-სასიამოვნო
ბედნიერი ზაფხული!
