
ელექტრონული წიგნის ავტორი:
კელენჯერიძე თამუნა
,,შპს მერაბ ჭოხონელიძის
საავტორო სკოლა''

ამ ბოლო დროს პატარა მაია ძალიან გაცელქდა.გვიან იძინებდა და ადრე ვეღარ დგებოდა.


-შვილო-უთხრა ბებომ,ძილის დრომ რომ დადგება,ჩიტმაც თავისი ბუდე იცისო.მზის ჩასვლისას ყვავილებიც კი იძინებენო.
-ყვავილების ძილი ვის გაუგონია?!-წამოიძახა მაიამ.

-მაშ კარგი! დღეს მზის ჩასვლისას დავაკვირდეთ-მიუგო დიდედამ.
დღე მიიწურა.მზე ნელ-ნელა ჩადიოდა.

ყვავილებმა სიფრიფანა ფურცლების შეკუმშვა იწყეს,თითქოს თვალებს ხუჭავენო.გაოცებულმა მაიამ ბებოს ჰკითხა:
-როდის გაიღვიძებენ ?
-ხვალ დილით,მზის ამოსვლისას.

მზე ამოდიოდა. ყვავილები პირს ხსნიდნენ.
ბუნება ხარობდა.
ტოროლა გალობდა.

-რა კარგია დილა!დღეიდან გვიან აღარ ავდგებიო! -თქვა გოგონამ და სუფთა ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა.
მაია სიხარულით შეჰყურებდა ბუნებას.

დასასრული!
გმადლობთ ყურადღებისათვის.
