
ქართლი გეოგრაფიულად კავკასიის ცენტრალური ნაწილია.საქრთველოს გარშემო მცხოვრები ხალხები ყოველთვის ცდილობდნენ თავი მოეყარათ ქართლში,სადაც ჯერ მცხეთა იყო დედაქალაქი,მოგვიანებით კი-თბილისი.ქართლში საუკუნეების განმავლობაში და დღემდე ცხოვრობს სხვადასხვა წარმოშობის მოსახლეობა:სომხები,აზერბაიჯანელები,ებრაელები,ოსები,ასირიელები,ქურთები,ბერძნები,ბოშები,რუსები და სხვები.ქართლში ყველაზე ადრე ებრაელები დასახლდნენ.მათ ქართველებისგან განსხვავებული რელიგია და ტრადიციები ჰქონდათ,მაგრამ ამის გამო ისინი საქართველოში არასოდეს იჩაგრებოდნენ.
ებრაელების შემდეგ ქართლში საცხოვრებლად ასირიელები ჩავიდნენ.ისინი მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ.ქართლში ბევრი ოსი ცხოვრობს.ისტორიულად ქართველებსა და ოსებს შორის კეთილი ურთიერთობა არსებობდა.ქართლში ასევე,ქართველების შემდეგ დიდი რაოდენობით ცხოვრობენ სომხები და აზერბაიჯანელები.ისინი ძირითადათ სოფლის მეურნეობას მისდევენ.ისინი საქართველოს ბოსტნეულით ამარაგებენ.
ქართულსა და სომხურ ტრადიციებს შორის არაერთი მსგავსება არის.დღესასწაულისთვსი ირთვება სახლები და მზადდება საახალწლო სუფრა,სადაც აუცილებლად ვნახავთ ქართულ კულინარიის ცნობილ რამდენიმე კერძს:ჩურჩხელას,გოზინაყს და ჩირს.
სომხები მიირთმევენ:ტოლმას,ბაქლავას,პიტა პურს,ჰარისას და სხვას.




ტრადიციული აზერბაიჯანული და ქართული კერძები,ბევრი ტკბილეული და საუკეთესო სურვილები,ასეთია საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ახალი წელი,ნაძვის ხის გვერდით რაც უფრო მეტი ტკბილეულით დატვირთული სუფრა იქნება,მით უფრო ტკბილი და ხალისიანი იქნება მომავალი წელი.პირველი სადღეგრძელო ოჯახის უფროსს ეკუთვნის და მშვიდობის სადღეგრძელოს სვამს.
აზერბაიჯანელები მიირთმევენ:აზერბაიჯანულ ფახლავას,შაქარბურას,ქაბაბს,ლავანგს,დოვღას,ფითს,აჯიკას,აჯაფსანდალს და სხვას.








თითქმის ყველა ეროვნების ხალხი ერთნაირად აღნიშნავს სადღესასწაულო სუფრებს,ტრადიციულად ახალი წლის სუფრა მაიც ნიგვზიან კერძებთან ასოცირედება. მაგალითად:საცივთან.

დასასრული
