ამ წიგნში მოგითხრობთ ორაგულების ცხოვრებაზე, მათ ძალიან საინტერესო თავგადასავალზე.
იაკობ გოგებაშვილის :
"ორაგულის ცხოვრება"

შემოდგომა მოახლოვდა მთები შავი ღრუმლით დაიფარა. მიწაზე ასხამდა მსხვილ, კოკისპირულ წვიმას, ხის ფოთლებს წურწურით ჩამოსდიოდა წვიმის წყალი. ჩვენი პატარა მდინარე აბურცდა და მრისხანედ სცემდა თავის პატარა ნაპირებს. ორაგულების წყნარ ყურეს ვეღარ იცნობდი. ისიც ისე შფოთავდა, როგორც მთელი მდინარე, ორაგულებს ქვევით ერეკებოდა. თევზები ცდილობდნენ თავის სამშობლოს არ მოშორებულიყვნენ და დაეტოვებიათ, მაგრამ ისე გამამაცდნენ რომ სრიალით გაჰყვნენ მდინარეს და მალე პატარა მდინარიდან ლიახვიში შეცურეს.
მდინარემ ისინი გორის გვერდით გამოატარა და მტკვარი მისცა. მტკვარი მდორედ მიდიოდა, ძლიერ მოეწონათ მათ სხვადასცხვა გვარი სანახაობები, სამშობლოს შორს დართჩათ, ქვეყანა დიდი იყო. ქალაქიდან განუწყვეტელი ჟრიამული ისმოდა. არა ერთხელ ამოჰყვეს თავი წყლიდან, რომ დაენახათ დიდი ქალაქი.
მართალია განსაცდელი არ აკლდათ მაგრამ არ ნებდებოდნენ, აქ დაუსხლტენ ხელიდან ონავარ თევზებს, იქ კი მეთევზის ბადეს. უცებ ორაგულები გაჩერდნენ რა მოხვდა? წინ მლაშე წყალი შეხვდათ.
ისინი მიადგნენ შესართავს, რომელიც მლაშე ზღვაში ჩადიოდა, ამ ზღვას კასპიის ზღვა ჰქვია. ორაგულებმა უკან დაიხიეს რადგან მლაშე წყალი ეუცხოვათ. წინ წასვლაც ეშინოდათ. როცა ტალღა უკან დაბრუნდებოდა თევზები წინ წაიწევდნენ ხოლმე. ცხოველები გაიქცეოდნენ, ხოლო ორაგულები გამოუდგებოდნენ ხოლმე. ასე შედიოდნენ მლაშე წყალში. ისე გამამაცდნენ რომ ძირშიაც ჩაიყურყუმელავეს. საჭმელი აქაც ბევრი იპოვეს, პირველ ადგილას ზღვის ქორფა ზღარბი, მეორე ადგილას კიკიბო, მესამე ადგილას ზღვის ლამაზი ლოკოკინები რომლებიც თავიანთი სახლიდან გაუფრთხილებლად იცქირებოდნენ. საჭმელი ბევრი ქონდათ და ორაგულები მალე დაიზარდნენ






კარგად ცხოვრობდა ორაგული ზღვაში. გემრიელი საჭმელი ჰქონდათ,უთვალავი ცხოველი ეხვიათ,ზღვის ტალღებიში ქანაობდა, როგორც აკვანში, მაგრამ ორაგულებს მაინც შინისაკენ მიუწევდათ გული, ენატრებოდათ თვისი სამშობლო და ყველას უნდოდა დაბრუნებულიყო იქ, სადაც დაიბადა.
ორაგულებისთვის სამშობლოსკენ მოგზაურობა ბევრად უფრო ძნელი იყო, ვიდრე ადიდებული მდინარის ჩამოყოლა ზღვამდე. მლაშე წყალს მიჩვეულებს გაუჭირდათ მდინარის წყალთან შეგუება, ამიტომ მდინარისა და ზღვის მიჯნაზე იტრიალეს მანამ სანამ არ შეეჩვივნენ მდინარის წყალს, მერე კი გასწიეს შინისაკენ.





ერთხელ მეთევზის ბადეშიც კი მოხვდენე მაგრამ ზოგმა ორაგულმა შეძლო თავის დაღწევა, ზოგი კი მეთევზის მსხვერპლი გახდა. ძალიან შეშინებულები იყვნენ ორაგულები ამ ამბის შემდეგ.



ბოლოს, როგორც იქნა მიუახლოვდნენ სანატრელ სამშობლოს, შენიშნეს ნაცნობი ნაპირები, ტირიფები, მდინარის ძირში კი ლამაზი სუფთა ქვები.
ორაგულებმა მალევე შენიშნეს რომ , სამწუხაროდ სამშობლოს მდინარე მათთვის პატარა იყო, მორჩნენ თუ არა ქვირითის დაყრას, დაჰყვნენ ისევ მდინარეს და კვლავ გასწიეს ზღივისაკენ მეორე გაზაფხულამდე.
დასასრული
