ამ წიგნში მოგითხრობთ ამბავს არქტიკისა და ანტარქტიდის ბინადრებზე
სსიპ ქ. ქუთაისის N 33 საჯარო სკოლის IIIბ კლასი
მე - 2 ჯგუფი
2020 წელი


ანტარქტიდა და არქტიკა დედამიწის ის ნაწილია, სადაც ყველაზე მეტად ცივა.
მისი უდიდესი ნაწილი თითქმის ყინულით არის დაფარული.


გიამბობთ პინგვინი პეპეს, სელაპი კოკოსა და თეთრი დათვის, სახელად მუდუს შესახებ.

გამარჯობათ, მე ვარ პეპე, პინგვინი ანტარქტიდიდან. მყავს დედა, მამა და .....უჰ, უამრავი ნათესავი.

აი ისინიც. ჩვენ ზღვის დიდი ფრინველები ვართ, თუმცა ფრენა არ შეგვიძლია და ფრთებს ცურვისთვის ვიყენებთ. გვაქვს ხშირი და წყალგაუმტარი ბუმბული, აგრეთვე ქონის სქელი ფენა, რომელიც სიცივისაგან გვიცავს.

ხო მართლა, ეს ჩემი დედაა, მე კი საიმპერატორო პინგვინების შთამომავალი გახლავართ.
მინდა ჩვენს შესახებ გიამბოთ.

ყველაზე დიდი სწორედ იმპერატორი პინგვინია. მისი სიმაღლე 110 - 120 სანტი-მეტრია და 46 კილოგრამს იწონის.
ზურგი მონაცრისფრო-მოშავოა, თავზე მოყვითალო ფერით.


ცოტას გაგახალისებთ, ეს ჩვენ ვართ. არც მეტი, არც ნაკლები საბავშვო ბაღში მივდივართ.

ეს საბავშვო ბაღია, სადაც 3 - დან 64 - მდე პინგვინს გვივლიან.

როცა ყინვა ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღ-წევს, მაშინ პინგვინები ერთად გროვდები-ან და მოძრაობენ წრიულად. ასეთი მოძრა-ობისას წრის ცენტრში სითბო გროვდება, ისინი მონაცვლეობით ცენტრში დგებიან
და თბებიან.

პინგვინები ადამიანებს არ გაურბიან და
მათი არ ეშინიათ.

პეპე, რამდენს ლაპარაკობ, ცოტა ჩვენც გვაცალე.
მე ვარ თეთრი დათვი, სახელად მუდუ.

ეს დედაჩემია და ჩემი ძმა. ჩვენ თეთრი დათვები ვცხოვრობთ იქ, სადაც ჩრდილო-ეთ ყინულის პოლუსებია.

კარგად ვცურავთ და ყვინთვაც ძალიან გვიყვარს, ამიტომ ზღვის დათვებს გვეძახიან.

ბუნაგში ზამთარს მხოლოდ დედა დათ-ვები ატარებენ.პატარა ბელები დეკემბერ - იანვარში იბადებიან და გარეთ სამი თვის შემდეგ გამოდიან.

ძირითადად სელაპებით იკვებებიან, თევზსაც გემრიელად მიირთმევენ. საკმაოდ დიდები იზრდებიან, ორნახევარ მეტრს აღწევენ და წონით 400 - 700 კილოგრამს იწონიან.

საკმაოდ მშვიდები ვართ, ამიტომაც დამარქვა კოკომ მუდუ.

დათვებს საცხოვრებლად არქტიკა მოგვწონს, პინგვინებს ანტარქტიდა.
მე კი პეპესთან ერთად მინდა ცხოვრება.

მუდუ, არ გრცხვენია კოკო დაგავიწყდა, ის შენი მეგობარია.
მასაც უნდა ჩვენთან ერთად ცხოვრება.

ის იყო მუდუ საყვედურს ამზადებდა, რატომ აქ არ არისო, რომ წყლიდან კოკომაც ამოჰყო თავი.

აქ ვარ ჩემო მეგობრებო. კიდევ კარგი მოვასწარი, თორემ მუდუს საყვედურებს რა გაუძლებდა...

მე გახლავართ სელაპი კოკო, საინტერესო ცხოველების შთამომავალი.
ჩემი კიდურები ფარფლებია, რომელიც ბრჭყალებით ბოლოვდება.

ეს მე ვარ, როცა დავიბადე ასეთი თეთრი ვიყავი. წყალი ძალიან გვიყვარს, თუმცა პატარები სანამ არ მოვძლიერდებით წყალში არ ჩავდივართ. პატარები 100 კილოგრამს ვიწონით.

დიდი სელაპები ექვს მეტრამდე ვიზრდე- ბით და ორ ტონას ვიწონით, ვართ მოვერ- ცხლისფრო შავი კოპლებით.

გვიყვარს ცივი წყლები, ამიტომაც ვცხოვრობთ არქტიკასა და ანტარქტიდაში.

ძალიან გვიყვარს წყალში ყვინთვა. ვიკვებებით თევზებით.
ჩვენი მტერია თეთრი დათვი, ამიტომაც წყლის ნაპირებზე ვცხოვრობთ, რომ დათვს წყალში დავემალოთ.

ძალიან ვიხალისე თქვენთან საუბრით, ახლა ჩემი წყალში ჩასვლის დროა, წამოდით ჩემო მეგობრებო გავერთოთ.


აბა წავედით, ნახვამდის!!!

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(2)
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $5.59+) -
BUY THIS BOOK
(from $5.59+) - DOWNLOAD
- LIKE (2)
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE(2)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!