ეს წიგნი გაგაცნობთ სამი აფრიკელი მეგობრის ამბავს
სსიპ ქ. ქუთაისის N 33 საჯარო სკოლა
III ბ კლასი პირველი ჯგუფი
2020 წელი


აფრიკა, დედამიწის ყველაზე ცხელი ნაწილი. აქ სუნთქვაც კი ჭირს. ჩვენი გმირები ამ კლიმატს შეჩვეულნი არიან.

აფრიკის სავანეების ერთ გაუვალ ტყეში სამი კარგი მეგობარი ცხოვრობდა:
ჟირაფი ბონდო, ზებრა ჟორჟიკა და მაიმუ- ნი ვახუშტა.
ჟირაფი
ა

მოდი გავიცნოთ ჟირაფი ბონდო, ის ძალიან სიმპათიურია :აქვს დიდი, ლამაზი თვალები და ვიწრო ყურები, პატარა რქები და ძალიან გრძელი კისერი. მისი სიმაღლე 5- 6 მეტრს აღწევს, ისეთი ჩასუქებულია, რომ 1800 კილოგრამია.

ბონდო ამაყად დასეირნობს სავანის სიმწვანეში მეგობარ ჟირაფებთან ერთად და მიირთმევს
გემრიელ ფოთლებსა და ტოტებს.

სვამს მოჩუხჩუხე მდინარის კამკამა წყალს.
შეხედეთ, ამ დროს ჟირაფები ტვირთამწეებს ჰგვანან.

ბონდო ძალიან კეთილია, სხვების დახმარების სურვილითაა შეპყრობილი, ამიტომაც ის გახლავთ სავანის ვეტერინარი.
თეთრ ხალათში გამოწყობილი, ტოტებისა გან აშენებულ ლაზარეთში
იღებს ავადმყოფ ცხოველებს
და მკურნა-
ლობს მათ.

მისი პირველი პაციენტი იყო მაიმუნი ვახუშტა, რომელიც მაღალი სიცხისაგან გათანგული ძლივს მილასლასთა ბონდოსთან. მან
ვახუშტა სიკვდილს გადაარჩი ნა და მას შემდეგ მეგობრობენ.
vaვახუშტა , აფრიკის სიამაყე! ტაკიმასხარა. მთელი ტყე აწრიალებულია მისი სიცელქით. ახლა ჩრდილში წა-მოკოტრიალებულა და ისვენებს.
მაიმუნებს კარგად აქვთ განვითარებული მიმიკური კუნთებიც.
ამიტომ არის, რომ ვახუშტა სულ იმანჭება, კარგი მეგობარია მასთან არ მოიწყენ.
უმრავლესობა ხროვებად ცხოვრობს, იკვებებიან ფოთლებით,ნორჩი ყლორტებით, მწერებით, ჭიებით, ლოკოკინებით.
მაიმუნებს ბალნიანი საფარველი აქვთ. სხეულის ზოგიერთ უბანზე ბალანი შეიძლება ძლიერ იყოს დაგრძელებული,
რის შედეგადაც წარმოიქმნება ფაფარი, ულვაშები, წვერი, ფუნჯები (ყურებსა და კუდზე). უმრავლესობას სახე და ყურები ტიტველი აქვს.
ხილითაც იტკბარუნებენ პირს, ნახეთ რა გემრიელად მიირთმევს ვახუშტა ბანანს.
მაიმუნი შობს თითო ნაშიერს, ცოცხლობს 10 - 35 წელი.
საინტერესოა რას აკვირდება ბონდო? რა უნდა ამ ზებრების ჯოგში? ჟორჟიკას ხომ არ ეძებს?
ესეც ჟორჟიკა, ბონდოსა და ვახუშტას გა-ნუყრელი მეგობარი. ისინი ქუდმოგლეჯი-ლნი დაეძებენ, ეს კი სად დაყიალობს.
ზებრა ჯადოსნური ცხოველია. მაღალი ტანითა და გრძელი სახით ძალიან ჰგვანან ცხენებს. მათგან განსხვავებით, ისინი გამოირჩევიან თვალისმომჭრელი თეთრი და შავი ზოლებით.
ცხოვრობენ 10 -30 სულიან ჯოგებად. იკვებებიან ბალახით.
შობენ 1 ან 2 ნაშიერს. ლამაზი ტყავის გამო ნადგურდებოდ- ნენ. ამიტომ მათზე ნადირობა შეზღუდულია.
ტყვეობაში კარგად ძლებენ, თუმცა ძნელად თვინიერდებიან.
ბონდო და ჟორჟიკა არხეინად სეირნობ- დნენ აფრიკის მიდამოებში,
როცა ვახუშტამ საშინელი ამბავი აუწყა მათ: -- კორონა ვირუსი აფრიკის კონტინენტსაც მოადგაო.
გულგახეთქილმა ბონდომ პირბადე მოირგო და მთელ სავანეს პანდემიას აუწყებდა, თან გაჰკიოდა.....
დარჩი სახლში!!!!
ვირუსი სახიფათოა!!!

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $4.79+) -
BUY THIS BOOK
(from $4.79+) - DOWNLOAD
- LIKE (1)
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!