ავტორი:იაკობ გოგებაშვილი
მთხრობელი:მარიამ ჩხვირკია
VI-ბ კლასი
მასწავლებელი: თამარ ქობულაძე

შემოდგომა მოახლოვდა.უცებ კოკისპირული წვიმა წამოვიდა.ჩვენი პატარა მდინარე ისე აბობოქრდა და შეიცვალა,რომ ვერ იცნობდით.
ვცდილობდი წინააღმდეგობის გაწევას,არ მინდოდა ჩემი საყვარელი ადგილების დატოვება,მაგრამ ღელვა იმდენად ძლიერი იყო,რომ უძლური აღმოვჩნდი და თავი დიდ ლიახვში ამოვყევი.
დიდი ლიახვიდან კი მტკვარში.
უკან დაბრუნებაზე აღარ ვფიქრობდი,რადგან ჩვენი მოგზაურობა საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
ბევრი საინტერესო რამ ვნახე,მაგრამ ყველაზე მეტად თბილისის ჟრიამულმა გამაოცა.
ხშირად ამოვყოფდი ხოლმე წყლიდან თავს,რომ დამენახა დიდი ქალაქი.
თამაშ-თამაშით თავი მლაშე წყალში ამოვყევი თავი.თავიდან ძალიან მეუცხოვა და შიშმა შემიპყრო.მაგრამ თანდათანობით შევეჩვიე და რაღაცნაირად შემიყვარდა.თავს ლაღად და ბედნიერად ვგრძნობდი.საჭმელიც ბლომად იყო.
მართალია ზღვაში თავს ბედნიერად ვგრძნობდი,მაგრამ ჩემი სამშობლო ძალიან მენატრებოდა.მისი ნახვის სურვილი დღითიღე მიძლიერდებოდა.თავს ვერაფერს ვუხერხებდი.ყოველდღე ვიხსენებდი პატარა მდინარეს სადაც დავიბადე.რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო მიმიწევდა გული მშობლიური მხარისკენ.
და აი დადგა ნანატრი დღეც.სახლში დაბრუნების დრო.ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.მიხაროდა და თან წარმოვიდგენდი ნაცნობ ადგილებს.
მაგრამ უკან დაბრუნება იმაზე რთული და ძნელი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა.იმაზე მეტი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწია ვიდრე სამშობლოდან წამოსვლის დროს.
ბევრი ჩვენი თნამოძმე შეეწირა ამ მოგზაურობას.ზოგი დაიღუპა,ზოგიც მეთევზეების მახეში გაება.
ვინც გადავრჩით დიდი წვალებით მივუახლოვდიტ ჩვენს სანატრელ მხარეს.
ამდენი ხნის მანძილზე პირველად ვიგრძენი თავი მშვიდად და წყნარად.ბედნიერი ვიყავი სამშობლოში დაბრუნებით.
მაგრამ სამწუხაროდ ჩემი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა.ქვირითობის შემდეგ აღმოვაჩინეთ,რომ ეს ადგილი ჩვენთვის ძალიან პატარა იყო.არც საკვები იყო საკმარისი.ამიტომ მოგვიწია რთული გადაწყვეტილების მიღება.დავტოვო მდინარე და ისევ ზღვისკენ გავეშურო.
ვტოვებ მდინარეს.ადგილს სადაც დავიბადე,სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ და სევდა მიპყრობს.ვუბრუნდები ზღვას.მაგრამ სამუდამოდ არა.გაზაფხულზე ისევ ვეწვევი ჩემს მშობლიურ მხარეს.ისევ მოვესიყვარულები და ისევ ჩამიკრავს გულში.

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $2.99+) -
BUY THIS BOOK
(from $2.99+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!