
ალექსანდრე III მაკედონელი

ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა ძვ.წ. 356 წ
მამამისი იყო მაკედონიის მეფე, ფილიპე II.
ფილიპე II-მ ალექსანდრე აღსაზრდელად მიაბარა გამოჩენილ ფილოსოფოსს, არისტოტელეს,ხოლო 16 წლის ასაკიდან თავისი ლაშქრობის მონაწილე გახადა.
ძვ.წ 336 წ 20 წლის ასაკში გამეფდა.
არის ვერსია,რომ მაკედონელი ფილიპე II-ის კი არა,ეგვიპტის ფარაონ, ნეხტებან II-ის ვაჟი იყო. თითქოს ამიტომაც მიუღიათ ეგვიპტელებს სიხარულით ალექსანდრე III.
ვინ იყო მაკედონელის მასწავლებელი?
ფილოსოფოსი არისტოტელე
მაკედონელი არისტოტელეზე:
,,მე არისტოტელეს მამაჩემის გვერდით ვაყენებ-მამაჩემმა მომცა სიცოცხლე,არისტოტელემ კი ის,რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს" .
ბუცეფალი
ფილიპე II-მ იყიდა ცხენი-ბუცეფალი,რომლის გახედვნა ვერავინ შეძლო.
ალექსანდრემ შეამჩნია,რომ ცხენს საკუთარი ჩრდილის ეშინოდა,იგი მზისკენ შეაბრუნა და დაიმორჩილა.

რა იყო მაკედონელის მიზნები?

მაკედონელის მიზნები:
მან მიზნად დაისახა მსოფლიო სახელმწიფოს შექმნა,რომელშიც უნდა გაერთიანებულიყო მთელი მაშინდელი ცივილიზებული სამყარო და ამ ერთიანობას საფუძვლად უნდა დასდებოდა 3 პრინციპი:
ენობრივი ერთიანობა,
კულტურული ერთიანობა,
პოლიტიკურ-ეკონომიკური ერთიანობა.
ეს იდეა მაკედონელს განასხვავებს სხვა დიდი დამპყრობლისაგან და გლობალიზაციის წინამორბედად აქცევს.
ალექსანდრეს უპირველესი ამოცანა სპარსეთის იმპერიის დაპყრობა იყო.
ძვ.წ. 334 წელს გრანიკოსის ბრძოლით გაათავისუფლა სპარსეთისგან დაპყრობილი კაბადოკია და კილიკია.
ძვ.წ 333 წელს ისოსთან ბრძოლაში დაამარცხა დარიოს III.
დარიოსი გაიქცა და შესთავაზა ნახევარი სამეფო,მაკედონელმა უპასუხა: ,,შენ იმას მთავაზობ, რაც უკვე აღარ გეკუთვნის", და კიდევ ,,არ შეიძლება ცაზე ორი მზე ანათებდესო".
ძვ.წ 332 წ დაიპყრო ეგვიპტე და გახდა ფარაონი.
ძვ.წ 331 წ გავგამელას ბრძოლაში საბოლოოდ დაამარცხა დარიოს III
ძვ.წ 330 წ დაიკავა პერსეპოლისი.
დაიპყრო მესოპოტამია,მიდია,დედაქალაქად გამოაცხადა ბაბილონი,დაიკავა ავღანეთი,რომლის დაპყრობაც ვერავინ ვერ შეძლო, შუა აზია...
დაპყრობები:
1.რა იყო მაკედონელის ინდოეთიდან უკან გამობრუნების მიზეზი?
2. რა მიზნით დააქორწინა მაკედონელი მეომრები სპარსელ ქალებზე?

ძვ წ. 327 წელს ილაშქრა ინდოეთში. დაიწყო თავსხმა წვიმები, ჯარი გადაიღალა და უკან დაბრუნდა.
ძვ.წ 324 წელს მოხდა გრანდიოზული ქორწინება სუზაში, სადაც 10000 მაკედონელი ჯარისკაცი დააქორწინა სპარსელ ქალებზე და თვითონაც იქორწინა დარიოსის უფროს ასულზე. ამით სურდა დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციების შერწყმა და ახალი იმპერიის ერთიანობა.
ძვ.წ 323 წელს მაკედონელი ბაბილონში გადავიდა და ახალი ექსპედიციისთვის დაიწყო მზადება,მაგრამ იგი მალარიისგან მოულოდნელად გარდაიცვალა 33 წლის ასაკში. არის ეჭვი,რომ ის მოწამლეს.
1.თქვენი აზრით,მაკედონელის მალარიით გარდაცვალება რატომ შეიძლება იყოს რეალობა? წარმოადგინეთ არგუმენტი/არგუმენტები.
2. თქვენი აზრით, რატომ შეიძლებოდა ის მოეწამლათ? წარმოადგინეთ არგუმენტი/არგუმენტები.

ალექსანდრეს ბრწყინვალე გამარჯვებების შედეგად მაკედონიელები მთლიანად დაეუფლნენ სპარსეთის იმპერიას და ინდოეთამდეც მიაღწიეს. დაპყრობები მხოლოდ ალექსანდრეს სიკვდილმა შეაჩერა. სამი ერთიანობის პრინციპზე დაფუძნებული ახალი მსოფლიო იმპერიის ერთიანობა მაკედონელის სიკვდილის მერე დაირღვა. მისი სარდლები დიდხანს ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობას და საბოლოოდ სამფლობელოები დაინაწილეს.
უფრო დღეგრძელი და შედეგიანი აღმოჩნდა ბერძნული და აღმოსავლური კულტურების სინთეზი და ბერძნული ენის ხელოვნურად შექმნილი დიალექტი, ე. წ. კოინე. მათ ემყარება ახალი ელინისტური ცივილიზაცია,რომელმაც ალექსანდრეს შემდეგ კიდევ რამდენიმე საუკუნე იარსება.
რომელი 3 დიდი ელინისტური სახელმწიფო წარმოიშვა მაკედონელის სიკვდილის შემდეგ?

თრაკია
სირია
ეგვიპტე
არსებობს გადმოცემა,რომ როცა მაკედონელი დიოგენეს შეხვდა(დიოგენე კასრში ცხოვრობდა),ალექსანდრემ უთხრა-მითხარი რა გინდა და შეგისრულებო. დიოგენემ გულგრილად უთხრა,მზეს ნუ მიჩრდილავ,გაიწიე იქითო. მაკედონელმა თქვა ,,ალექსანდრე რომ არ ვიყო,დიოგენე ვიქნებოდიო".
მაკედონელის საფლავის ქვის წარწერა:
,,ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა იმ კაცისათვის,ვისაც მთელი სამყარო არ ყოფნიდა".
გადმოცემის მიხედვით,მაკედონელის სარდალმა,პტოლემაიოსმა ის ეგვიპტეში გადაასვენა და ალექსანდრიაში დაკრძალა,თუმცა,დღეს უცნობია, სად არის დაკრძალული ის.
რა იყო ალექსანდრე III მაკედონელის ტიტული?

მაკედონელის ტიტული:
მაკედონიის მეფე,
ეგვიპტის ფარაონი,
სპარსეთის დიდი მეფე
გამოყენებული ლიტერატურა:
1.VII კლასის სახელმძღვანელო,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა,გვ 51
2.XI კლასის სახელმძღვანელო,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა,გვ 97
3.მ.ვაჩნაძე,ვ.გურული,მ.ბახტაძე ,,საქართველოს ისტორია",გამომცემლობა ,,არტანუჯი",გვ 26
4. http://madmind.ge/8-daujerebeli-faqti-aleqsandre-makedonelis-shesaxeb/
5.http://genia.ge/?p=21384
6.http://mastsavlebeli.ge/?p=3607

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $7.79+) -
BUY THIS BOOK
(from $7.79+) - DOWNLOAD
- LIKE (1)
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!