



დღეს ჩემს წიგნში განვიხილავთ ნერვული სისტემის მთლიანი ინფორმაციას


ბიოლოგიური სისტემა, რომელიც ცენტრალური თავისა და ზურგის ტვინი და პერიფერიული ანუ ვეგეტატიური ნაწილებისგან შედგება. ცენტრალურ ნაწილს მიეკუთვნება თავისა და ზურგის ტვინი; პერიფერიულს – ნერვული კვანძები, მათგან გამომავალი ნერვები და ნერვული წნულები

ვეგეტატიური ნერვული სისტემა წარმოდგენილია სიმპატიკური და პარასიმპატიკური ნაწილებით.
მათი მოქმედება ურთიერთსაწინააღმდეგოა, მაგალითად სიმპატიკური ნერვული სისტემა აძლიერებს და ახშირებს გულის რიტმულ მუშაობას, პარასიმპატიკური კი თრგუნავს მას

თავის ტვინი წარმოდგენილია მოგრძო ტვინით, ხიდით, ნათხემით, შუა ტვინით, შუამდებარე ტვინით და დიდი ნახევარსფეროებით. თავის ტვინში რუხი ნივთიერება ცალკეული გროვების სახით გვხვდება თეთრი ნივთიერების შიგნით. რუხი ნივთიერება ტვინსა და ნათხემს გარს ეკვრის და ქმნის თავის ტვინის ქერქს ,მთელი ნერვული სისტემა წარმოდგენილია ნერვული ქსოვილით.


იგი ემსახურება ორგანიზმის გარემოსთან შეგუებასა და შინაგანი ერთიანობის შენარჩუნებას. ნერვული სისტემა აგებულებით ურთულესია და მრავალმხრივ ფუნქციებს ასრულებს: გრძნობათა ორგანოების მეშვეობით აკავშირებს ორგანიზმს გარემოსთან, არეგულირებს თითოეული ორგანოს ფუნქციებს, ათანხმებს სხვადასხვა ორგანოების მუშაობას ერთმანეთთან, განაპირობებს აზროვნებას, მეტყველებას , დამახსოვრებას, ემოციებს და სხვა ფიზიკურ პროცესებს.

ნერვულ ქსოვილს ქმნის ნერვული უჯრედები, რომლებსაც ნეირონები ეწოდება. ნეირონებს გარს აკრავს პატარა ე. წ თანამგზავრი უჯრედები, რომლებიც ასრულებენ საკვებ ფუნქციას, მათ გლიური უჯრედები ჰქვიათ. ისინი ნეირონებზე ათჯერ მეტია. ნეირონი შედგება სხეულისა და მისგან წარზიდული მორჩებისგან. მორჩები არის ორი სახის: დენდრიტები, რომლებიც ხესავით დატოტვილ სტრუქტურას ქმნიან, და ერთი ნეირონის შემთხვევაში შეიძლება მრავალი იყოს; მეორე სახის მორჩია აქსონი. ყოველ ნერვულ უჯრედს მხოლოდ ერთი აქსონი აქვს და ის უფრო გრძელია ვიდრე დენდრიტები.
ნერვული იმპულსი რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა ანალიზატორით აღიქმება, დენდრიტების საშუალებით მიდის ნეირონის სხეულში, სადაც მოხდება ამ ინფორმაციის გაანალიზება და შესაბამისი ფიზიოლოგიური პასუხის ფორმირება, რაც პერიფერიაზე გავრცელდება აქსონების საშუალებით. აქსონებს ხშირ შემთხვევაში გარს აკრავს თეთრი ფერის გარსი, რომელსაც მიელინის გარსი ეწოდება. ნერვულ სისტემაში რუხი შეფერილობა განპირობებულია დენდრიტებისა და ნეირონების სხეულთა გროვებით, ხოლო თეთრი შეფერილობა, კი აქსონების გროვებით. ნეირონები, თავიანთი ფუნქციის შესაბამისად არიან მგრძნობიარე ან მამოძრავებელი.

მგრძნობიარე ნერვები გრძნობათა ორგანოებიდან ზურგის ტვინში გადასცემენ იმპულსებს, რათა ზურგის ტვინში მოხდეს შესაბამისი პასუხის ფორმირება და განხორციელლდეს პერიფერიაზე ესა თუ ის მოტორული პასუხი. მამოძრავებელ ნეირონებს იმპულსები ზურგისა და თავის ტვინიდან, კუნთებთან და შინაგან ორგანოებთან მიაქვთ. ნერვები, ნერვული უჯრედების გროვებია, რომელიც გარედან დაფარულია მიელინის გარსით. ისინიც თავიანთი ფუნქციის შესაბამისად შეიძლება იყოს მგრძნობიარე ან მამოძრავებელი.

ზურგის ტვინი მოთავსებულია ზურგის ტვინის არხში. მისი ცენტრალური ნაწილი წარმოდგენილია რუხი ნივთიერებით, ხოლო მისგან გარეთ განთავსებულია თეთრი ნივთიერება. ტვინის რუხ ნივთიერებას პეპელას მოყვანილობა აქვს. მასში არჩევენ წინა, უკანა და გვერდით რქებს.
ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერება წარმოდგენილია სვეტების სახით. წინა რქებს შორის მოთავსებულია წინა სვეტები, უკანა რქებს შორის უკანა სვეტებია, ხოლო წინა და უკანა რქებს შორის კი გვერდითი სვეტებია. ზურგის ტვინი შედგება 31 სეგმენტისგან, საიდანაც გამოდის 31 წყვილი ზურგის ტვინის ნერვი და შედის ამდენივე უკანა ფესვი, რომლებიც ქმნის წნულებსა და ფესვებს. ზურგის ტვინის ცენტრში მთელ სიგრძეზე გადის არხი, რომელსაც ზურგის ტვინის არხი ეწოდება და მასში მოძრაობს თავ-ზურგ-ტვინის სითხე.
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $2.99+) -
BUY THIS BOOK
(from $2.99+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!